მოსამართლე ჩაგუნავამ საბჭოთა წარსულის მკვლევარს, რუსიკო კობახიძეს ამჯერად სამდღიანი პატიმრობა შეუფარდა

13.11.25 12:42
მოსამართლე ჩაგუნავამ საბჭოთა წარსულის მკვლევარს, რუსიკო კობახიძეს ამჯერად სამდღიანი პატიმრობა შეუფარდა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ საბჭოთა წარსულის მკვლევარს, პედაგოგს, ისტორიკოსს, რუსიკო კობახიძეს, უკვე მეორედ გზის გადაკეტვის საბაბით, სამდღიანი პატიმრობა შეუფარდა.
„დარღვევა სახეზეა, პატიმრობის გამომრიცხველი გარემოებები სახეზე არ გვაქვს“, — განაცხადა კობა ჩაგუნავამ გადაწყვეტილების დასაბუთებისას [ბათუმელების მიხედვით]

პირველ ჯერზე რუსიკო კობახიძე 5 ნოემბერს ღამით დააკავეს და მაგავე საღამოს ედავებოდნენ, რომ გზას ხელოვნურად კეტავდა. მაშინ მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მას ერთდღიანი პატიმრობა შეუფარდა. დღეს კი რუსიო კობახიძე სასამართლოში 4 ნოემბერს გზის გადაკეტვის საბაბით წამოწყებულ საქმეზე სამსჯელოდ დაიბარეს.

მსგავსი სიახლეები