"ოცნების" ჯანდაცვის მინისტრის პირველი კომენტარი მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანაზე
"ქართული ოცნების" ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნება ლოგიკური და სწორი გადაწყვეტილებაა.
მიხეილ სარჯველაძე ირწმუნება, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს, შესაბამისად, როგორც ყველა სხვა პატიმრის შემთხვევაში, უნდა იმყოფებოდეს საპატიმრო დაწესებულებაში.
მე მგონია, რომ ეს აბსოლუტურად ლოგიკური და სწორი გადაწყვეტილებაა. ყოველ შემთხვევაში, ამასთან დაკავშირებით საპირისპირო არგუმენტსაც ვერავინ შეძლებს, რომ თქვას, რატომ არ უნდა მომხდარიყო ამ გადაწყვეტილების მიღება და მისი აღსრულება.
მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ნორმალური გადაწყვეტილებაა, ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს და აქვს სასჯელი მოსახდელი, დიახ, რა თქმა უნდა, ის უნდა იმყოფებოდეს საპატიმრო დაწესებულებაში, როგორც ეს ხდება ყველა სხვა პატიმრის შემთხვევაში.
ამიტომ, მე არ მესმის მცდელობებისა, რომ ვინმემ რამე ამისგან ან უარყოფითი ნახოს, ან რამე გაუგებრობა ჰპოვოს," - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.
ცნობისთვის, გუშინ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში დააბრუნეს.