"ოცნების" აღიარება - რატომ გადაიყვანეს მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში

13.11.25 14:43
"ოცნების" აღიარება - რატომ გადაიყვანეს მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში

 

 

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის მეთორმეტე პენიტენციურ დაწესებულებაში საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გამო გადაიყვანეს. 

გია ვოლსკის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს საკმაო რესურსი გააჩნია იმისთვის, რომ "მისნაირად დესტრუქციული ადამიანები წინ წამოწიოს და ხელში აიღოს რევოლუციის სადავეები".

"ქართული ოცნების" წევრის განცხადებით, კლინიკაში მოთავსებულ მიხეილ სააკაშვილს პრივილეგია ჰქონდა, რომელსაც ბოროტად იყენებდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლეოდა წინაპირობას, რომ საავადმყოფოში დარჩენილიყო. 

ყოველ დღე თუ არა ორ დღეში აკეთებს განცხადებებს, მოწოდებებს რევოლუციისკენ და საკმაო რესურსი გააჩნია იმისთვის, რომ მისნაირად დესტრუქციული ადამიანები წინ წამოწიოს, ხელში აიღოს რევოლუციის სადავეები და ამაზე მუდმივად ილაპარაკოს - ეს პოლიტიკურადაც სერიოზული ზიანის მომტანია და სამართლებრივად დასჯადია.

არის შეკითხვა - რატომ ახლა? ხომ არ არის დაკავშირებულ იმასთან, რომ სააკაშვილი განსაკუთრებით გააქტიურდა და გამოვარდა პოლიტიკური ბრძოლის წინა ხაზზე? რევოლუციური მოწოდებები, კანონის დარღვევა, მობილიზება "ნაცმოძრაობის" ნარჩენების, რომელიც აგრესიით და ექსტრემიზმით გამოირჩევა, - ეს ხომ არ განაპირობებს მის მიმართ გადაწყვეტილებას? - რომ გადახედოთ სიტუაციას, რასაკვირველია, ეს ერთობლიობაა... 

ამ თავისი პოლიტაქტიურობით დაიმძიმა მდგომარეობა, გამოძიება დაიწყო მის მიმართ, ბრალდება წაეყენა ამ საკითხებში, მაგრამ როცა მოიკითხა მავანმა, რომ ეს კაცი აი აქ დგას, დანაშაულებს ჩადის, ამისთვის ყველა პირობა აქვს შექმნილი - ზის კაბინეტში და ხელმძღვანელობს რევოლუციას, რასაკვირველია, შესაბამისმა სტრუქტურამ თქვა, რომ ამ ადამიანს არც ეს პრივილეგია ეკუთვნის, რომელსაც ბოროტად იყენებს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გვაძლევს წინაპირობას, რომ იგი საავადმყოფოში დარჩეს," - თქვა გია ვოლსკმა. 

ცნობისთვის, გუშინ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში დააბრუნეს.  

მსგავსი სიახლეები