რატომ მალავდა რაჟდენ კუპრაშვილი "ოცნების" შემოწირულობების შესახებ ინფორმაციას?

13.11.25 18:13
რატომ მალავდა რაჟდენ კუპრაშვილი "ოცნების" შემოწირულობების შესახებ ინფორმაციას?

რატომ მალავდა რაჟდენ კუპრაშვილი "ოცნების" შემოწირულობების  შესახებ ინფორმაციას?  - სექტემბერში რომ "ოცნებას" 4 მილიონი შეწირეს. ანტიკორუფიცულმა ბიურომ ამის შესახებ ინფორმაცია ახლა გამოაქვეყნა, ისიც მხოლოდ ერთი თვის მონაცემები.

რამდენი ჩარიცხეს პარტიის ყულაბაში ოქტომბრის თვეში, უცნობია. არადა ოპოზიციის შემთხვევაში ყველაფერი რეგულარულად ქვეყნდება.

TI-ის ცნობით, შემომწირველებთან დაკავშირებულ 35 კომპანიას ბოლო 10 წლის განმავლობაში 2.5 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული.

პარტიების მიღებული შემოწირულობები თითქმის ორი თვე არ იყო ხელმისაწვდომი, მაშინ როცა სხვა პარტიებსირ ეგულარულად იდებოდა. ასეთი ფაქტი არ დაგვიფიქსირებია არასდროს. 2-3 დღეა რაც განახლდა და დაიდო მხოლოდ სექტემბრის თვის, ოქტომბრის კვლავ არ დევს "ქართული ოცნების" შემოწირულობები. მხოლოდ ერთი თვის არის 4 მილიონზე მეტის და ამ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ტენდერების სახით ბოლო 10 წლის განმავლობაში 2.5 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების თანხა მიიღეს. აქ არის სისტემური, მასშტაბური კორუფციის ნიშნები", - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წარმომადგენელი. 

"ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ არაფერს მალავენ - გია ვოლსკი დღეს ტელეკამერების წინ ირწმუნებოდა, რომ ბევრი ადამიანია დაინტერესებული, რომ "ოცნებას" ფული შესწიროს.

ვინც ტენდერს იგებს და წარმატებული ბიზნესი აქვს, რა თქმა უნდა, იმაშიც არის დაინტერესებული, რომ ამ წარმატებული ბიზნესის პირობებში არსებობდეს მისი ბიზნესი და მისი წარმოება და არა იმ პირობებში, როცა ტყავს აძრობდნენდ ა ჯიბიდან პირდაპირ უღებდნენ ფულს.  არაფერი არ არის დასამალი, პირიქით, რაც მეტი ადამიანი გამჩნდება, თვითონ ინტერესიც აქვთ და გამოჩდნენ იმ პოლიტიკის მხარდამჭერებად თავისი ფინანსური რესურსით, რომელიც განაპირობებს საქართველოს გადარჩენას", - ამბობს გია ვოლსკი. 

მსგავსი სიახლეები