ვინ, როგორ და რამდენი ლარით შეავსო "ოცნების" პარტიული ყულაბა და რა სკანდალი წამოეწია კუპრაშვილს?
რაჟდენ კუპრაშვილი იძულებული გახდა "ქართული ოცნების" ოქტომბრის შემოწირულობები გაესაჯაროვებინა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ახალ სკანდალში "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" ამხილა და დაინტერესდა, რატომ მალავს "ოცნების" დაფინანსების შესახებ მონაცემებს. არადა ამ დრომდე არავინ იცოდა , ვინ და რამდენი აჩუქა ივანიშვილის პარტიას ოქტომბერში, რითაც არჩევნები ჩაატარეს.
რაჟდენ კუპრაშვილის უწყება ამ დრომდე აჭიანურებდა იმ დამფინანსებლების სიის გამოქვეყნებას, რომელთა ნაჩუქარი ფულით ივანიშვილის პარტიამ არჩევნები ჩაატარა. თუკი ბიურო ოპოზიციური პარტიების შემოწირულობებს რეგულარულად აქვეყნებს, "ოცნების" შემოსავლის გამჭვირვალობა გვიანდება. ერთთვიანი დაგვიანებით გამოქვეყნდა სექტემბრის მონაცემებიც.
"ქართული ოცნება" ამბობს, რომ შემოწირულობებს არ მალავს, თუმცა ფაქტია, რომ ეს სისტემა ადრე შედარებით უფრო ღია იყო. ოცნებამ კანონი შეცვალა და შემოწირულობების გასაჯაროებისთვის ბევრად მეტი დრო დაიტოვა. ამიტომ ახლა კანონს სათავისოდ იყენებს.
4.5 მილიონი ლარი - ეს არის თანხა, რომელიც ქართულ ოცნებას მხოლოდ სექტემბერში აჩუქეს. ეს ფული ოლიგარქის გუნდმა 123 შემომწირველისგან მიიღო. მათ შორის შემომწირველებთან დაკავშირებულ 35 კომპანიას ბოლო 10 წლის განმავლობაში 2.5 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული. ეს ის ბიზნესია, რომელიც ბიუჯეტიდან ფულს იღებს და სანაცვლოდ პარტიის ყულაბაში რიცხავს. ერთგულ დამფინანსებლებს შორის არიან ისეთებიც, ვისაც ტენდერი არ მოუგიათ, თუმცა სარგებელი მიუღიათ. ეს არის კორუფციული სისტემა, რომელიც უკვე კრგად აწყობილია.
დეტალები ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.