ადვოკატი ირწმუნება, რომ ღარიბაშვილს მილიონები ჩემოდნებში არ ჰქონდა ჩალაგებული და არც ოქროები ამოუღიათ მისი სახლიდან
ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი, ლილი გელაშვილი ირწმუნება, რომ ყოფილმა პრემიერმა ჩხრეკის დროს გამომძიებლებს თავად გაუხსნა სეიფის კარი და თავად გადასცა მილიონები. უფლებადამცველის თქმით, ჩემოდნებში ფული თავად გამომძიებლებმა ჩაალაგეს, რაც შემდეგ კადრებში გავრცელდა.
ლილი გელაშვილი კატეგორიულად უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ან მისი მამის, ტარიელ ღრაიბაშვილის სახლიდან (სადაც ასევე ჩხრეკა ჩატარდა) ოქროს ზოდები და ძვირადღირებული ნივთებია ამოღებული
მილიონად კი არა უფრო მეტად არის შეფასებული სახლი, მაგრამ ეს სახლი ჩადო. რაიმე დაყადაღება სხვა სახით და სხვა ფორმით არ მომხდარა. ამ ეტაპზე საპროცესოზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. არა თუ საათები, არამედ ერთი ნივთიც კი ოქროსი, იქ რაც არის ნაჩვენები, ზოდები და რაღაცები, რამაც იმოქმედა ხალხის ემოციებზე და ამაზე იყო სწორედ გათვლილი, რომ დიფერენცრება არ მხოდა, ვისგან რა იყო ამოღებული, ერთი ნივთიც კი არ არის არა მხოლოდ უშუალოდ ირაკლი ღარიბაშვილის ბინის ჩხრეკისას, არამედ მისი ახლობელთან, მამამისთან რომ არიან შესულები, ერთი ნივთიც კი არ არის ამოღებული ფულია მხოლოდ, სეიფში ჰქონდა ეს ფული. რა თქმა უნდა გაეცნო საქმის მასალებს. არავინ არ აძლევს ჩვენებას მის წინააღმდეგ. არც თვითონ მიუცია ჩვენება (ვინმეს წინააღმდეგ)", - აცხადებს ადვოკატი.
ირაკლი ღარიბაშვილს ერთი მილიონი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა - ყოფილ პრემიერს სასამართლომ გირაოს გადასახდელად 30-დღიანი ვადა მისცა. ღარიბაშვილს აეკრძალა ქვეყნის დატოვება და ჩამოერთვა პასპორტი.
ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ეს დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.