"ბრალში წერია, რომ გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია" - კიდევ ვისი ჩვენება დევს 20 ივნისის საქმეში?

14.11.25 12:17
"ბრალში წერია, რომ გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია" - კიდევ ვისი ჩვენება დევს 20 ივნისის საქმეში?

20 ივნისის საქმე - გიორგი გახარიას ადვოკატის, ბერდია სიჭინავას თქმით, ბრალის დადაგენილებაში და საქმის მასალებში წერია, რომ ყოფილ პრემიერს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია. ამიტომ ახლა საინტერესოა, თუ ვინ გასცა სისხლიანი დარბევის დღეს აღნიშნული ბრძანება. 

ირკვევა, რომ 20 ივნისის საქმეში დევს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სასამხურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის ჩვენებაც, თუმცა რას ყვება ჩუბინიძეს და მისცა თუ არა მან ჩვენება გახარიას წინააღმდეგ, ამას ადვოკატი არ აკონკრეტებს. 

ბერდია სიჭინავა პროკურატურისგან ითხოვს, საქმეს გრიფი მოეხსნას, რათა საზოგადოებსითვსი უფრო მეტი დეტალი გახდეს ცნობილი. 

ის, რომ გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია, ეს წერია ბრალის დადგენილებაში და ეს არის ასევე საქმის მასალებში. ჩვენ ერთადერთს რასაც ვითხოვთ, პროკურატურას ვთხოვთ გასაიდუმლოებული მასალები სრუალდ გაასაჯაროოს. 

დიახ ანზორ ჩუბინიძე არის გამოკითხულ პირთა სიაში. პროცესების განმავლობაში შეიძლება ბევრ რამეს მოეფინოს ნათელი. 20 ივნისთან დაკავშირებით ერთხელ და სამუდამოდ რომ უნდა დასრულდეს სპეკულაციები, ეს არის ცალსახა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში ჩვენ უნდა მივიღოთ მონაწილეობა. პრიველი ამისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება, პროკურატურამ მოხსნას გრიფი და გაასაჯაროოს ეს მასალები. 

გიორგი გახარიასგან რას უნდა ველოდოთ ამას ვნახავთ შმედეგში, თუმცა დღეს რაც გვაქვს არის ის, რომ გიორგი აგხარიას რეზინის ტყვიებსი გამოყენებასთან დაკავშირებით ბრძანება არ გაუცია", - ამბობს სიჭინავა. 

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა ორი მიმართულებით დაიწყო. გუშინ კი თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე და 20 ივნისის აქციის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. 

მსგავსი სიახლეები