დაუსვამს თუ არა გამოძიება კითხვებს ღარიბაშვილს 5 ივლისთან დაკავშირებით?
დაუმძიმებენ თუ არა ბრალს ირაკლი ღარიბაშვილს? - 2021 წლის 5 ივლისს დაზარალებული მოქალაქეები ამბობენ, რომ მაშინდელმა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადებით ძალადობა წაახალისა.
ახლა, როცა მთავარი საგამოძიებო უწყება, გიორგი გახარიას შემთხვევაში სტრასბურგის აგდაწყვეტილებით ხელმძღვანელობს და ამის საფუძელზე 20 ივნისის საქმეზე 6 წლის შემდეგ დაიწყო გამოძება, გაჩნდა კითხვა, დაინტერესდება თუ არა ახლა გამოძიება ღარიბაშვილის როლით 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზე, რადგან ხუთი ივლისის საქმეც ევროპულ სასამართლოშია.
- 2021 წლის 5 ივლისს,მაშინ, როცა ჟურნალისტებზე უკვე ძალადობდნენ, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა ძალადობრივი აქციის წევრებს, არამედ ღირსების მარშის ორგანიზატორებს და მოუწოდა მათ, არ ჩაეტარებინათ მსვლელობა რუსთაველის გამზირზე.
დღეს "პირველებმალებმა" შალვა პაპუაშვილს ჰკითხა, დაუსვამენ თუ არა კითხვებს ღარიბაშვილს 5 ივლისთან დაკავშირებით. "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ ყოფილ პრემიერს ძალადობა არ წაუხალისებია.
რაც შეეხება 5 ივლისს... ვინ წაახალისა? არა როგორ გეკადრებათ. (სტრასბურგში წაღებულს საქმეებზე - 20 ივნისი და 5 ივლისი) არის მარტივი სხვაობა, რომელიც არ გინდა დაინახაოთ - კერძოდ გიორგი გახარია ხელმძღვანელობდა ძალადობრივი აქციის დაშლას, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი.
არანაირად (არ წააალისა) რა მოხდა 5 ივლისს და როგორ დაიწყო, მათ შორის კადრები ბევრია და ყველამ კარგად დაინახა როგორ დაიწყო იქ შეხლა-შემოხლა, რაც საბოლო ჯამში გადაიზარდა ძალადობაში", - განაცხადა პაპუაშვილმა.
"პირველებმა" პაპუაშვილს ასევე ჰკითა, გამორიცხავს თუ არა ის ღარიბაშვილის პოლიტიკაში წასვლას, რაზეც "ოცნების" პარლამენტის თავმჯდოამრემ პასუხი არ გასცა.
რა თქვა ღარიბაშვილმა 5 ივლისს:
- "კითხვა მაქვს, კი, გასაგებია ეს ყველაფერი, დანაშაული ყველა ქვეყანაში ხდება, ყველა ქვეყანაში! ვინ იყო ამისი ორგანიზატორი, კარგად ვიცით – "ელგებეტე" ორგანიზაციის დირექტორი და სირცხვილია, ეს ერთი ორგანიზმია. ამათ უკან დგას სააკაშვილი და ნაცმოძრაობა. მათი ორგანიზებული, წახალისებული იყო, ვითომ ეს ღირსების მარში თუ რაღაც რომ უნდა ჩაეტარებინათ, პირდაპირ პროვოკაცია, პირდაპირ ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია. უნდოდათ გამოეწვიათ დესტაბილიზაცია ქვეყანაში, არეულობა, მასობრივი შეტაკებები, პოლიციას გამოეყენებინა ძალა. ეს დაგეგმეს ამ ადამიანებმა. რაც მოხდა დილის საათებში, ამას არავითარი გამართლება არ აქვს, მაგრამ ეს მოხდა სხვა ცალკეული ინდივიდების, მოქალაქეების მხრიდან მეორე, სხვა ინდივიდების, მოქალაქეების წინააღმდეგ. რაშიც სახელმწიფო ჩაერია, დასაჯა და გაასამართლა ყველა დამნაშავე". - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.