ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს და მასთან ერთად დაკავებულ 2 პირს პატიმრობა შეეფარდათ
სასამართლომ ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს და მასთან ერთად დაკავებულ 2 პირს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროცესზე სამივე პირის მიმართ პატიმრობის გამოყენებას პროკურატურა ითხოვდა, დაცვის მხარე კი ლევან გამრეკელისთვის 800 000 ლარის გირაოს შეფარდებას.
100 000 - 100 000 ლარის გირასო შუამდგომლობა დააყენეს უფლებადამცველებმა კიდევ ორი დაკავებულსი მიმართ.
პროკურატურის ცნობით, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ლევან გამრეკელი, პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად, 2020-2023 წლებში ფარულად დაეუფლნენ შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ 5 000 000 ლარის ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს, რის შედეგადაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით ქურდობა) წარედგინებათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.