მაკა ბოჭორიშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

14.11.25 14:05
მაკა ბოჭორიშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. 

ბოჭორიშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრობას და კეთილმეზობლობას.

მათივე ცნობით, მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები და რეგიონალური და გლობალური მნიშვნელობის საკითხები მიმოიხილეს.

“შეხვედრისას,  ყურადღება დაეთმო საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და რეგიონის სატრანზიტო პოტენციალს. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ სომხეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში, ხოლო ტურიზმის მიმართულებით - პირველ სამეულშია. ასევე, მხარეებმა მიმოიხილეს თანამშრომლობა ტრანსპორტის, ტურიზმის, კულტურის, განათლების და სხვა სფეროებში.

ვიზიტის ფარგლებში, არარატ მირზოიანი შეხვდება მიხეილ ყაველაშვილს, ირაკლი კობახიძეს და შალვა პაპუაშვილს.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები