ჩვეულებრივი აკაცუკია - კალაძე ფიშერზე

14.11.25 15:21
ჩვეულებრივი აკაცუკია - კალაძე ფიშერზე

 

 

კახა კალაძე გერმანიის ელჩს "დიფ სთეითის" წარმომადგენლად და "აკაცუკად" მოიხსენიებს. "ოცნების" გენმდივნის გაღიზიანება პიტერ ფიშერის რუსთაველის გამზირზე მისვლამ გამოიწვია.

კალაძე ამტკიცებს, რომ ელჩი ფიშერი დიპლომატის გარდა საქართველოში ყველაფრით არის დაკავებული, მათ შორის ახალისებს "მოძალადე ჯგუფებას".

დიფ სთეითს ჰყავს თავისი წარმომადგენლები ქვეყნის შიგნით, რომლებიც უშუალოდ ხელმძღვანელობენ და არიგებე ძალადობრივ ჯგუფებს, როგორ უნდა იმოქმედონ, სრულ კოოდინაციაში არიან. ძალიან სამწუხაროა, როდესაც დიპლომატი ამ ტიპის ქმეებებით არის დაკავებული. ეს, რა თქმა უნდა, სცდება ყველანაირ დიპლომატიას, დიპლომატიურ საქმიანობას. ჩვეულებრივი აკაცუკია, სხვა ვერაფერს ვუწოდებდი ამ ადამიანს. გულწრფელად გეტყვით, საერთოდ არ მაინტერესებს პიტერ ფიშერი სად იყო დაბრუნებული... ყველაფერს აკეთებს დიპლომატიური საქმიანობის გარდა, შესაბამისად, ეს ძალიან მძიმეა. ახლა, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ სხვა ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში უცხო ქვეყნის ელჩი დაკავებული იყოს ძალადობრივი ჯგუფების წახალისებით, - ამბობს კალაძე. 

"პირველების" კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ ელჩი ფიშერი "ოცნებამ" ქვეყნიდან გააძევოს, კალაძე ასე პასუხობს: 

ამაზე იმსჯელებს შესაბამისი უწყება, - ამბობს კალაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სოციალურ ქსელში გამოჩნდა ფოტო, რომელზეც პიტერ ფიშერი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილესთან ერთად არის გადაღებული.

აქტიისტი მამუკა ცუცქირიძე ამბობს, რომ გერმანიის ელჩი დედაქალაქის მთავარ გამზირზე გვიან ღამით მივიდა. მისივე თქმით, დიპლომატებმა აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადა. 

მსგავსი სიახლეები