არქი: მამარდაშვილმა ლარად წილის გადაცემის სანაცვლოდ ვალდებულება აიღო რომ მშენებლობაში "მილიონებს ჩადებს"

14.11.25 15:20
არქი: მამარდაშვილმა ლარად წილის გადაცემის სანაცვლოდ ვალდებულება აიღო რომ მშენებლობაში "მილიონებს ჩადებს"

"არქი" ბიზნეს პარტნიორ, გიორგი მამარდაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - სამშენებლო კომპანია ირწმუნება, რომ „გრანდ ავენიუს“ ბიზნეს პარტნიორებს, მათ შორის საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეკარეს, კომპანიაში წილი 1 ლარად არ შეუძენიათ და აღნიშნული ინფრომაცია მიზანმიმართულ მანიპულაციას წარმოადგენს. 

კომპანია ირწმუნება, რომ სიმბოლურად, 1 ლარად დარეგისტრირებული წილი არ წარმოადგენს ინვესტიციის სრულ მოცულობას.

არქის განცხადებით, გიორგი მამარდაშვილმა ლარად წილის გადაცემის სანაცვლოდ ვალდებულება აიღო, რომ მშენებლობაში "მილიონებს ჩადებს".

ეს არის მიღებული სამართლებრივი ფორმა, რომელიც კომპანიის დაფუძნებისას გამოიყენება და რომლის მიხედვითაც ყველა პარტნიორს წილი ერთნაირი პირობით აქვს მიღებული, მათ შორის თორნიკე შენგელიას, ზაზა ფაჩულიას კომპანიას, ბენი მენიშს, ილია წულაიას და სხვა მეწილეებს.

ამასთან, თითოეულ პარტნიორს აქვს აღებული ვალდებულება, რომ პროექტში განახორციელოს მრავალმილიონიანი ინვესტიცია საკუთარი წილის პროპორციულად, კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე.

შესაბამისად, განცხადება, თითქოს რომელიმე პარტნიორის სრული ინვესტიცია მხოლოდ „1 ლარია“, წარმოადგენს მიზანმიმართულ მანიპულაციას, რასაც საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში.

გთხოვთ, თავი შეიკავოთ მსგავსი მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან.

„გრანდ ავენიუს“ პროექტში ცნობილი სპორტსმენებისა და სხვა პარტნიორების მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ ნდობას „არქის“ მიმართ და მზადყოფნას გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის, რასაც ჩვენ განსაკუთრებულად ვაფასებთ", - ნათქვამია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები