ბურჯანაძის პასუხი პაპუაშვილს: სახალხო დამცველის რეკომენდაციები ყველაზე ავტორიტეტული ექიმების დასკვნებს ეყრდნობოდა
გიორგი ბურჯანაძე, რომელიც სახალხო დამცველი მოადგილე იყო შალვა პაპუაშვილს პასუხობს - ბურჯანაძე ამბობს, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყველაზე ავტორიტეტულ ექიმების დასკვნებს ეყრდნობოდა, როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ.
ბურჯანაძე ამბობს, რომ ახლა "ოცნება" ამ განცხადებით ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნას ცდილობს.
სახალხო დამცველის აპარატი ყოველთვის თავის შეფასებას აყრდნობდა ფაქტობრივ, ჯეროვან მტკიცებულებებს, მათ შორის, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისას ჩვენ გვეხმარებოდა ყველაზე ცნობილი, ყველაზე ავტორიტეტული ექიმები, როგორც საქართველოში მოღვაწე, ისე მის ფარგლებს გარეთ. ყველა შეფასება და რეკომენდაცია, რომელიც სახალხო დამცველმა გასცა, ბუნებრივია ეფუძნებოდა მათ მაღალპროფესიონალურ რჩევებს, მოსაზრებებს და სამედიცინო დასკვნებს.
ეს არის მორიგი ფუჭი მცდელობა, ხელოვნურად შეიქმნას რაღაცა აჟიოტაჟი იმ საკითხის გარშემო, რაზეც ბუნებრივია ის სამედიცინო ჩვენება, რასაც სახალხო დამცველი მაშინ საუბრობდა, და რომელიც ემყარებოდა ექიმთა დასკვნებს, იყო სრულიად გამართული", - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.
- ივანიშვილის გუნდი ეჭვის ქვეშ აყენებს იმ დიაგნოზებს და სახალხო დამცველის აპარატის იმ რეკომენდაციებს, რომლის საფუძველზეც, მესამე პრეზიდენტი ციხიდან ვივა მედში გაიდაყვანეს.
- შალვა პაპუაშვილი აპირებს დათვალონ, რა დაჯდა სააკაშვილის ვივა მედში მკურნალობა და შეისწავლონ, იმ სამედიცინო დასკვნების სისწორე, რომელიც სააკაშვილის შესახებ მომზადდა.
ახლა საინტერესოაა დაიბარებენ თუ არა იმ მედიკოსებს გამოკითხავაზე, ვინც საახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის შემადგენლობაში იყვნენ.