"ოცნება" სააკაშვილის მკურნალობის ფულს უთვლის - დაიწყება თუ არა გამოძიება მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?
"ოცნება" სააკაშვილის მკურნალობის ფულს უთვლის - დაიწყება თუ არა გამოძიება მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?. ივანიშვილის გუნდი ეჭვის ქვეშ აყენებს იმ დიაგნოზებს, რომლის საფუძველზეც, მესამე პრეზიდენტი ციხიდან ვივა მედში გაიდაყვანეს.
- შალვა პაპუაშვილი აპირებს დათვალონ, რა დაჯდა სააკაშვილის ვივა მედში მკურნალობა და შეისწავლონ, იმ სამედიცინო დასკვნების სისწორე, რომელიც სააკაშვილის შესახებ მომზადდა.
"სანახავია, რა დაჯდა მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში ყოფნა? შემდეგ მივაკითხოთ ბრიუსელის იმ ბიუროკრატებს, ვინც ტყუილებს ავრცელებდნენ და აუნაზღაურონ ეს ხარჯები ქართველ ხალხს" - განაცხადა პაპუაშვილმა.
გველოდება თუ არა წინ იმ ექიმების დაკითხვების სერია, ვინც სახალხო დამცველის სამედიცინო კონსილიუმში იყო? - დღეს ეს კონსილიუმი შალვა პაპუაშვილმა ახსენა.
"ყალბი დასკვნები იყო სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ, ეს იყო შედგენილი სახალხო დამცველის მიერ. ხან პოლონელი ექიმი ჩამოიყვანეს და ხან ვინ" - ამბობს "ოცნების" პარლამენტსი თავმჯდომარე.
3 წელზე მეტი მიხეილ სააკაშვილი იყო კლინიკაში, როცა უნდა ყოფილიყო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მათ შორის მიზეზი ამ ყველაფრის იყო ის ისტერია, რომელიც ცრუ ნარატივზე დაყრდნობით აწარმოა ბრიუსულმა. ელჩი სხვა ელჩებთან ერთად იუსტიციის სამინისტროში მივიდა დემარშით და სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანა, რეალურად, მისი გათავისუფლება მოითხოვეს. ეს არის „ენჯეოების“, მაშინდელი სახალხო დამცველის ყალბი დასკვნები, თითქოს დემენცია ჰქონდა. გახსოვთ პრეზიდენტი ზელენსკი და სანდუ, რომლებიც ტყუილებს ამბობდნენ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით თითქოს, მათ აწამებდნენ. სანდუ და ზელენსკი ევროინტეგრაციის ტაშდაკრული ლიდერები რომ არიან, გამოვიდნენ და თქვეს ტყუილი და ამის შემდეგ ბოდიში არც სანდუს, არც ზელენსკის და არც ჰერჩინსკის არ მოუხდიათ, რომელიც იუსტიციის მინისტრთან დემარშით მივიდა. ამ დემარშიდან რამდენიმე კვირაში სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს ისეთი არაფერი სჭირდა, რომ მისი სხვაგან გადაყვანა მომხდარიყო.
ასე რომ ეს მთლიანი პროცესი იყო ბრიუსელის ისტერიის შედეგი და ნაწილი. ბრიუსელის წარმომადგენლები წარმომადგნლები უტუფრად იტყუებდონენ.
ეს ყველაფერი დასრულდა, ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია, სადაც უნდა იყოს. ხედავთ, რომ ხმას ვერ იღებს გადაყვანასთან დაკავშირებით, რადგან ამ ცირკს ვერც ის დადგამს და არცერთ ელჩს და ბრიუსელის არცერთ ბიუროკრატს არცერთ ცირკის საშუალებას არ მისცემს.
ერთი რამ მაინტერესებს, ალბათ, სანახავია - რა დაჯდა მისი ყოფნა საავადმყოფოში? გვაინტერესებს რა თანხა არის ეს და მერე უნდა მივაკითხოთ ბრიუსელის იმ ბიუროკრატებს, რომლებმაც ეს ხარჯები ქართველ ხალხს უნდა აუნაზღაურონ, რადგან საინტერესოა, მათი ეს ისტერია და ყალბი ნარატივები ქართველ ხალხს რა დაუჯდა.
რა თქა უნდა ჩვენ ვხედავდით ყალბ დასკვნებს, აბსოლუტურად ყალბი დასკვნები იყო მის ჯანმრთელობის შესახებ, ეს იყო შედგენილი სახლხო დამცველის მიერ. ხან პოლინელი ექიმი ჩამოიყვანეს და ხან ვინ, ეს არის სწორედ ცრუ ნარატივის შედეგი. ყველანაირი ტყუილი იკადრა ელჩებმა და ყველამ, აი ამას გავარკვევთ, ვის რა სჭირდა და რა დაიხარჯა.
ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მოვიგერიეთ თავდასხმები და დავდექით იქ, რომ საკადრისი პასუხი გაეცეს ყველას, ვინც სააკაშვილი აქ ჩამოიყვანა. ის ჩამოიყვანა უკრაინის ხელისუფლებამ აქ - დღეს ტაშს რომ უკრავთ პრეზიდენტ ზელენსკის, მან ჩამოგვიყვანა სააკაშვილი აქ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა აერია. ეს არის თქვენი ზელენსკი. ვინ იყო ის ჯგუფები, ვინც დემენციაზე ტყუილებს იგონებდნენ? - ზელენსკი, სანდუ, სხვა პოლიტიკოსები და ელჩები, რომლებმაც ეს უტიფარი ტყუილი გაკადრეს თქვენ და საქართველოს. გაგანია ომი მიდის, აქედან გვივლიდნენ, რომ რამენაირად სიტუაცია აერიათ და საქართველო რუსეთთან ესკალაციაში ყოფილიყო, რომლის ბოლოც იქნებოდა ომი. ამას სჭირდებოდა მოქნილობა რომ ამ სიტუაციიდან გამოვსულიყავით - გამოვედით და ახლა ყველას უნდა მიეზღოს თავისი იმ ცრუ ნარატივისთვის, რომელიც ქართველ ხალხს აკადრეს", - განაცხადა პაპუაშვილმა.