ევროკომისიის პასუხი “ქართული ოცნების“ ბრალდებებს

14.11.25 17:57
ევროკომისიის პასუხი “ქართული ოცნების“ ბრალდებებს

ევროკომისიის პასუხი “ქართულ ოცნებას“ - ბრიუსელი ივანიშვილის პარტიას პროპაგანდაში ამხელს. პრესპიკერი ანიტა ჰიპერი დეზინფორმაციას უწოდებს “ოცნების“ ბრალდებებს, რომ, თითქოს, ევროკავშირი საქართველოში ძალადობის წამხალისებელია.

ევროპელი პოლიტიკოსი სახელისუფლებო პარტიას მკაფიოდ და ნათლად ეუბნება, რომ ევროპა არასდროს დგას ძალადობის მხარეს. ისინი მხარს ქართველი ხალხის მშვიდობიან პროტესტს უჭერენ.

ბოლო პერიოდში ვნახეთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დეზინფორმაცია და პროპაგანდა, რასაც შედეგად მოყვა ევროკომისიის შეფასება, რომ საქართველო მხოლოდ ნომინალურადაა კანდიდატი ქვეყანა. ყოველთვის მკაფიოდ ვამბობთ, რომ ვეწინააღმდეგებით  ძალადობის ყველანაირ ფორმას. ამიტომ ვგმობთ ძალადობას. საპროტესტო აქციები უნდა იყოს მშვიდობიანი. ამავდროულად, ჩვენ მხარს ვუჭერს ქართველ ხალხს, რომლებიც მიისწრაფიან დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლების და ევროპისკენ. არანაირად არ ვეთანხმებით ხელისუფლების შეფასებას, რომ ევროკავშირი უბიძგებს ხალხის პროტესტისკენ. ევროკავშირი არ უჭერს მხარს ძალადობას. ევროკავშირი გმობს ძალადობას. ჩვენ მხარს ვუჭერთ გამოხატვის თავისუფლებას ყველა იმ ჟურნალისტსა და მოქალაქეს, რომლებიც მშვიდობიან აქციებს მართავენ და ვგმობთ სამთავრობო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, ოპოზიციის ჩასახშობად, რასაც ზუსტად ახლა აკეთებენ, - განაცხადა ჰიპერმა.

მსგავსი სიახლეები