დაიწყება თუ არა ახალი გამოძიება მიხეილ სააკაშვილის და მისი ექიმების წინააღმდეგ?

14.11.25 20:21
დაიწყება თუ არა ახალი გამოძიება მიხეილ სააკაშვილის და მისი ექიმების წინააღმდეგ?

სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს განაცხადა, რომ სახალხო დამცველის კონსილიუმის ექიმები და აუდიტორული ჯგუფი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ „ყალბ დასკვნებს“ ამზადებდნენ და „პასუხისგების დროა“.

პაპუაშვილის რიტორიკა ეჭვებს აჩენს, შესაძლოა თუ არა "ოცნების" ხელისუფლებამ მიზანმიმართულად შეუტიოს ყველა იმ პირს, ვინც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგში მონაწილეობდა.

თუმცა აქ ჩნდება მთავარი კითხვა:
თუ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, ყოველთვის ნორმალური იყო, მაშინ რატომ არ გადაჰყავდათ ის ვივამედიდან პირდაპირ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში?
რა აფერხებდა ხელისუფლებას, საკუთარი პოზიციის დასამტკიცებლად ეს ნაბიჯი დროულად გადაედგა?
კითხვებზე პასუხი არ არსებობს.

ცხადია მხოლოდ ერთი: სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანიდან ერთ დღეში, "ოცნებამ" შეუტია ყველას, ვინც მის მკურნალობაში იყო ჩართული ან თუნდაც მის მდგომარეობას აკვირდებოდა.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები