ეუთო/ოდირი "ოცნებას" მწვავედ აკრიტიკებს - როგორია ივანიშვილის გუნდის პასუხი
ეუთო/ოდირი ქართული ოცნების მიერ დაჩქარებული წესით მიღებული კანონების გაუქმებას ითხოვს.
საერთაშორისო ორგანიზაციამ შეისწავლა „ქართული ოცნების“ მიერ ორი დღეში მიღებული საკანონმდებლო პაკეტი და აღნიშნა: ნიღბის ტარება და გზის გადაკეტვა მშვიდობიან აქციაზე კრიმინალური ქმედება არ არის, ხოლო ამ ქმედებების შეზღუდვა ადამიანის უფლებების კრიმინალიზაციას წარმოადგენს.
საერთაშორისო იურისტებმა 43-გვერდიან დოკუმენტში დეტალურად განმარტეს, რატომ არის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მიერ მიღებული კანონი რეპრესიული. მათი შეფასებით:
-
გზის გადაკეტვა არ არის კრიმინალი,
-
ამ ბრალდებით ადამიანების ციხეში გაშვება არაპროპორციული და მკაცრი სასჯელია,
-
ცვლილებები გამოიყენება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ჩასახშობად,
-
ხელისუფლება საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პროცესს და პოლიტიკური პროტესტის უფლებას.
ეუთო–ოდირი ასევე ხაზს უსვამს, რომ მშვიდობიანი აქციის დროს მოქალაქეებს აქვთ უფლება იდგნენ როგორც ტროტუარზე, ისე გზაზე, ხოლო „გზის გადაკეტვა“ და „ტრაფიკის შეფერხება“ არ შეიძლება გახდეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი.
საერთაშორისო ექსპერტების დასკვნით, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონი პირდაპირ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს და უნდა გაუქმდეს.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.