PACE-ს დელეგაცია მზია ამაღლობელთან არ შეუშვეს - დამალეს თუ არა დაპატიმრებული ჟურნალისტი განზრახ?

14.11.25 20:36
PACE-ს დელეგაცია მზია ამაღლობელთან არ შეუშვეს - დამალეს თუ არა დაპატიმრებული ჟურნალისტი განზრახ?

PACE-ს დელეგაციის თბილისში სტუმრობის სამუშაო გეგმიდან ირკვევა, რომ ევროპელი დეპუტატები ოფიციალური შეხვედრების დასრულების შემდეგ აპირებდნენ დაკავებული პირების მონახულებას. პოლიტიკოსებთან ერთად მათ სურდათ, მზია ამაღლობელსაც შეხვედროდნენ. თუმცა, დელეგატებმა თბილისი ისე დატოვეს, რომ ჟურნალისტთან შეხვედრა ვერ მოახერხეს - მათ ამის უფლება შალვა პაპუაშვილმა არ მისცა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოში ჩამოსულ ევროპელ სტუმრებს მზია ამაღლობელთან შესვლა ეკრძალებათ. დაკავებული ჟურნალისტის მონახულების სურვილი სხვა დელეგაციებმაც გამოთქვეს, თუმცა ნებართვის გაცემაზე პაპუაშვილი კვლავ უარს აცხადებს. მოლოდინია, რომ სწორედ ეს საკითხი იყო ერთ-ერთი თემა, რომელიც PACE–ს წევრებმა რამდენიმე დღის წინ პაპუაშვილთან შეხვედრისას წამოჭრეს.

„ქართულ ოცნებაში“ ადასტურებენ, რომ დელეგაცია რუსთავის ქალთა კოლონიაში არ შეუშვეს. დეპუტატ ლევან მახაშვილის თქმით, მიზეზი „ტექნიკური საკითხია“ - მისი განცხადებით, ამაღლობელის მოსანახულებლად ვიზიტორებმა სურვილი მხოლოდ პენიტენციურ დაწესებულებაში მისვლისას გამოთქვეს და ამის ორგანიზება „ექსპრომტად“ შეუძლებელი იყო.

თუმცა დელეგაციის სამუშაო გეგმა საპირისპიროს აჩვენებს - მზია ამაღლობელთან შეხვედრა მათ თბილისში ჩამოსვლამდე ჰქონდათ დაგეგმილი.

რცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები