აჟიოტაჟი ერთი ფოტოს გამო - "ოცნება" გერმანიის ელჩს ისევ უპირისპირდება

14.11.25 20:40
აჟიოტაჟი ერთი ფოტოს გამო - "ოცნება" გერმანიის ელჩს ისევ უპირისპირდება

„ქართულმა ოცნებამ“ მთელი ძალა გამოიყენა პიტერ ფიშერის გასაშავებლად - რუსთაველის გამზირზე მისულ დიპლომატს „ექსტრემისტების მხარდაჭერა“ დააბრალეს და ახლა ივანიშვილის გუნდი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებებს სთხოვს.

პაპუაშვილმა, წესით, პასუხი უკვე იცის - გერმანიის საგარეო უწყებამ პიტერ ფიშერი 19 ოქტომბერს კონსულტაციებისთვის გაიწვია, რადგან „ქართული ოცნება“ საჯაროდ ესხმოდა თავს როგორც ბერლინს, ისე თავად ელჩს. მაშინ გაჩნდა საფრთხე, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის მრავალწლიანი პარტნიორობა სერიოზულად დაზიანდებოდა.

6 ნოემბერს ფიშერი თბილისში დააბრუნეს, მაგრამ „ოცნების“ დამოკიდებულება არ შეცვლილა - ახლა მის მიმართ შეურაცხმყოფელ ეპითეტებსაც იყენებენ.

საინტერესოა, რას ფიქრობს ამ ახალი, გამწვავებული შეტევის ფონზე დეპუტატი მაკა ბოჭორიშვილი, ის, ვინც სულ ორი დღის წინ ამტკიცებდა, რომ „საქართველოში ელჩებს არავინ ლანძღავს“.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები