ქართულ პოლიტიკას "აფგრეიდი", სისხლის გადასხმა სჭირდება, ახალგაზრდა ლიდერების დრო მოვიდა - ხუხაშვილი
გია ხუხაშვილი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას მიესალმება, თუმცა ამბობს, რომ ამ ვითარებაში იდეის განხორციელების განარტიას ნაკლებად ხედავს.
როგორც ხუხაშვილი "პირველებთან" აცხადებს, ქართულ პოლიტიკას "აფგრეიდი", სისხლის გადასხმა სჭირდება და ეს ახალგაზრდა ლიდერებმა უდნა გააკეთონ.
ახალგაზრდა ლიდერების დრო მოვიდა, მე, სალომე ზურაბიშვილს და სხვებს შეგვიძლია, რომ ხიდად გავედოთ ამ ადამიანებს - ამბობს ხუხაშვილი.
ინიციატივა თავისთავად თეორიულად არის კარგი, თუმცა ეს არ არის პირველი მცდელობა და არანაირი გარანტია იმის არ გვაქვს, რომ დღევანდელი მცდელობა წინასგან განხვავებით წარმატებული იქნება. ღმერთმა ხელი მოუმართოს, მე კი ბატონო დავეხმარები, თუ რამეში დახმარება დასჭირდება. ქართულ პოლიტიკას სჭირდება სერიოზული აფდეითიც არა, აფგრეიდი სჭირდება, ანუ სისხლის გადასხმა სჭირდება სერიოზული და მე ვფიქრობ ახალგაზრდა ლიდერების დრო მოვიდა, მე, სალომე ზურაბიშვილს და სხვებს შეგვიძლია და ერთადერთი რამ გვაქვს დარჩენილი, რომ ხიდად გავედოთ ამ ადამიანებს, გზა დავულოცოთ და გავუშვათ ქართული პოლიიტკის მომავალში", - აცახდებს გია ხუხაშვილი.
როგორ უნდა შეიქმნას საქართველოში პოლიტიკური ალტერნატივა? - სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ გამოსავალი საზოგადოების გაერთიანებაშია. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სოციალურ ქსელში, პირდაპირ ეთერში საუბრისას თქვა, რომ უნდა არსებობდესს გეგმა, რომლითაც საპროტესტო საზოგადოება ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში იმოქმედებს. ზურაბიშვილის თქმით, პოლიტიკური ალტერნატივის პირველი ეტაპი შესაძლოა იყოს მუშაობა ტექნიკური მთავრობის იდეაზეც.