საიდუმლო ხელშეკრულება არაბულ კომპანიასთან - "ქართული რესპუბლიკის" წევრებმა რუსთავში შეხვედრა გამართეს
"დაიცავი კრწანისი და გონიო" - მოძრაობა "ქართული რესპუბლიკის" დამფუძნებლებმა რუსთაველებთან გამართეს შეხვედრა.
სამოქალაქო წინააღმდეგობაში ჩართული მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იცოდეს, რატომ არის საეჭვო დაანონსებული არაბული ინვესტიცია.
ხალხი ამ დრომდე მოითხოვს საჯარო გახდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების დეტალები - ინფორმაცია, რა პირობებით გადაეცა არაბულ მხარეს 850 ჰექტარი მიწა და რის სანაცვლოდ დათანხმდა ქვეყანაში ფულის შემოტანას.
საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს კითხვები ამ პროექტთან დაკავშირებით, თუმცა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა, ეკითხა ადამიანებისთვის, მათთვის აზრი ეკითხა . დღევანდელი შეხვედრამ დაგვარწმუნა, რომ ხაბსოლუტურად მართლები ვართ და ჩვენ როდესაც ვაჟღერებთ ამ პრობლემებს ამ პროექტთან დაკავშირებით. ეს არის რეალურად, რაზეც ხალხი საუბრობს და ხალხის სათქმელს ვაჟღერებთ. ემიგრაციასთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ ნამდვილად პრობლემაა, როდესაც უამრავი ახალგაზრდა ქვეყნიდან გაედინება, ჩვენ მოგვყავს ასეთი გიგანტი, რომელიც აქცენტს გააკეთებს იმაზე, რომ პირიქით, უცხოელები შემოიყვანოს, ეს ნამდვილად პრობლემაა", - ამბობს "ქართული რესპუბლიკის" წევრი.
მოძრაობა ამბობს, რომ „Eagle Hills“-ის სხვა ქვეყნებში განხორციელებული პროექტები ხშირად კორუფციულ ეჭვებთან და საზოგადოებრივი პროტესტის იგნორირებასთან ასოცირდება , ამიტომაც მათი თქმით, საქართველოში ნებისმიერი გარიგება ხალხის თანხმობის გარეშე ლეგიტიმურად არ ჩაითვლება.
- შეგახსენებთ, რომ „Eagle Hills Georgia“-ს ოფისი და შოურუმი კინოთეატრ „რუსთაველის“ შენობის პირველ სართულზეა განთავსებული. გახსნა 21 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მინისტრებმა საზეიმოდ აღნიშნეს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, კომპანია საქართველოში 6 მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს. მისი გეგმებით, თბილისში 600 ჰექტარზე ახალი „მწვანე ქალაქი“, ხოლო ბათუმში 250 ჰექტარზე „პრემიუმ კლასის ტურისტული კურორტი“ აშენდება