წყარო: ნიკა მელიას წინააღმდეგ 20 ივნისის საქმე შესაძლოა, ისევ გაააქტიურონ

15.11.25 18:19
წყარო: ნიკა მელიას წინააღმდეგ 20 ივნისის საქმე შესაძლოა, ისევ გაააქტიურონ

TV პირველის ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფი ნიკა მელიას წინააღმდეგ, 20 ივნისის საქმე შესაძლოა ისევ გაააქტიურონ. 

წყაროს ცნობით, ექს-პრემიერ გიორგი გახარიასთვის პატიმრობის დაუსწრებლად შეფარდების შემდეგ, "ქართული ოცნება" მსჯელობს, პროკურატურამ თაროდან ჩამოიღოს ნიკა მელიას საქმე - საუბარია 20 ივნისის ეპიზოდზე.

  • აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირმა ნიკა მელიას სასარგებლოდ 40 000 ლარის ოდენობის გირაო გადაიხადა. 

გავლენიანი წყაროი ჰყვება, რომ ივანიშვილის გუნდი მსჯელობს გაავრცელოს ვერსია და საქმეში ჩადოს მოწმეთა ჩვენებები, თითქოს ე.წ. გავრილოვის ღამეს ნიკა მელია და მაშინდცელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია შეთანხმებულად მოქმედებდნენ. 

ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას, თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს.

12 ნოემბერს, გენერალურმა პროკურორმა თქვა, რომ ყოფილ პრემიერს ბრალს წაუყენებდნენ სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით.

  • „გავრილოვის ღამის“ ეპიზოდზე - 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით - ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება;
  • ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საქმეზე - 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. წაყენებული ბრალით, მას 9-დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან გამართული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

  • 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა ელექტრონული მონიტორინგი და გირაო, 30 000 ლარი, რომელიც მან გადაიხადა. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური საჯაროდ მოიხსნა.

ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და მელიას გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. ნიკა მელიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა. სასამართლომ მას გირაო წინასწარი პატიმრობით შეუცვალა.

მელია 23 თებერვალს "ნაციონალური მოძრაობის"  ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ შედგა შეთანხმების დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მელია პარლამენტმა "ამნისტიის კანონით" უნდა გაათავისუფლოს.

მსგავსი სიახლეები