72 წლის პენსიონერი: ზაჰესის იზოლატორში სრულად გამაშიშვლეს

15.11.25 19:18
72 წლის პენსიონერი: ზაჰესის იზოლატორში სრულად გამაშიშვლეს

აქციების აქტიურმა მონაწილე, გურამ ქუხილავა რომელმაც 1-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა დღეს დატოვა ინგა გრიგოლიას "დღის ამბებში" ზაჰესის იზოლატორში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე საუბრობს. 

72 წლის პენიონერი ჰყვება, რომ დაწესებულებაში სრულიად გააშიშვლეს და ამ ფორმით დაათვალიერეს. 

ვაის გავეყარე და ვუის შევეყარე ზაჰესის იზოლატორში რომ მიმიყვანეს - პოლიციაში ზედა ტანზე გამხადეს, ზაჰესის იზოლატორში უარესი მოხდა - იქ იყო გაშიშვლება თუ იყო. კამერის წინ დეტალებს როგორ ვიტყვი ამხელა კაცი?! 

მინდა, "ქართულ ოცნებას" მივმართო, მილიონები რომ მიგაქვთ სახლში, შესაბამისი აპარატი იყიდეთ - ევროპულ ქვეყნებში ჩემნაირ მოხუც ადამიანებს არ აშიშვლებენ. აუციელებლი არ არის თითო პოლიციალმა, ნახევარ საათში ერთხელ გაგაშიშვლოს. რა საჭირო იყო ზაჰესში ჩემი გაშიშვლება, მანამდე, ნახევარი საათით ადრე ხომ პოლიციის განყოფილებაში გამაშიშვლეს და დამათვალიერეს?! ეს არის ჩემი გულის ტკივილის მთავარი მიზეზი. 

აქციების აქტიურმა მონაწილემ, გურამ ქუხილავამ 1-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ იზოლატორი დღეს დატოვა. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო გზის გადაკეტვასა და აქციაზე პირბადის გამოყენებას ედავებოდა.

შეგახსენებთ, რომ პენსიონერი კაცი, 3 ნოემბერს, პოლიციამ აქციიდან მიმავალი გააჩერა. 72 წლის კაცი ამბობდა, რომ ის პოლიციის განყოფილებაში გააშიშვლეს და დაათვალიერეს. 

მსგავსი სიახლეები