ჩვენებები ზემდგომების წინააღმდეგ - ალაპარაკდა ჯუანშერ ბურჭულაძის დაცვის უფროსი
"შაბათის ეთერმა" გამოძიების ახალი ფაილები მოიპოვა - საქმე ეხება ჯუანშერ ბურჭულაძის გარემოცვას.
TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისის ინფორემაციით, ალაპარაკდა თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაცვის უფროსი, ნუგზარ ცაბაურაშვილმა გამოძიებას უთხრა, რომ სიგარეტის შავ ბიზნესს გორში ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე მართავდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმამ სიგარეტის არალეგალური ბიზნესი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ბურჭულაძე მინისტრი იყო.
14 ტომიან საქმეში არის ჩანაწერი, სადაც ვკითხულობთ, რომ სიგარეტის არალეგალურ საწარმოში რუსულენოვანი თანამშრომელი ჰყავდათ დასაქმებული.
- საწარმო, სადაც სუს-ის მტკიცებით, წლები განმვალობაში, სიგარეტის შავი ბიზნესი გუგუნებდა, ახლა დალუქულია. სუს-ის ფაილების თანახმად. უაქციზო სიგარეტებს გორში, კომპანია "საკსი" აწარმოებდა, საწარმო კი გორი ისთეითის ტერიტორიაზე იყო მოწყობილი, ორივე კომპანიის მფლობელი ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმამ ვასილ მხეიძეა.
ირკვევა ისიც, რომ ბურჭულაძის ცოლის ძმის საწარმოს 50 პროცენტის წილი პეტერბურგელ ბიზნესმენ ვიქტორ აბაიმოვზე იყო გაფორმებული. სარესტორნო ბიზნესების მფლობელს, რომელიც რუსეთში წლებია, საქმიანობს.
როგორ მუშაობდა ორი წელი, არალეგალური საწარმო ისე, რომ ვერც ერთმა მაკონტროლებელმა ეს ვერ გაიგო, გამოძიება ამბობს, რომ არ იციან, სად მიდიოდა მილიონობით ლარის უაქციზო სიგარეტი. "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, არსებობს ეჭვი, რომ თავდაცვის ექს მინისტრის ცოლის ძმის საქარმოდან უაქციზო სიგარეტი რუსეთში გადიოდა.
როგორ აღმოჩნდა რუსი ბიზნესმენი თავდაცვის ექს-მინისტრის ოჯახურ ბიზნესში?
- დოკუმენტებით დგინდება, რომ მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ ჯუანშერ ბურჭულაძემ მუშაობა, კომპანია "გორი ისთეთში" დაიწყო, მისი მოვალეობა ინვესტიციის მოზიდვაა იყო. ჩნდება კითხვა ხომ არ შემოიყვანა თავად ჯუანშერ ბურჭულაძემ ამ საქმეში პეტერბურგელი ბიზნესმენი? - ვასილი აბაიმოვი დუმილის უფლება იყენებს, თუმცა ოპოზიცია გორში ამბობს, რომ ბურჭულაძის გარეშე ეს შავი ბიზნესი ვერ იმუშავებდა.