ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, დააბრუნონ სააკაშვილი კლინიკაში - უკრაინელი დეპუტატი

16.11.25 16:20
ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, დააბრუნონ სააკაშვილი კლინიკაში - უკრაინელი დეპუტატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის "ვივა მედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნებას უკრაინელი დეპუტატი ვადიმ ჰალაიჩუკი ეხმაურება. 

უკრაინელი პოლიტიკოსი იმედოვნებს, რომ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა ექს პრეზიდენტის წინააღმდეგ მალე დასრულდება და ის უკრაინას დაუბრუნდება.

მე გავიგე, რომ მიხეილ სააკაშვილი კვლავ გადაუყვანიათ ციხეში. ძალიან ბევრ ადამიანს ახსოვს ის და იცნობენ როგორც ერთ-ერთ გამორჩეულ მმართველს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში და უკრაინაში. ჩვენ ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, რომ ის დააბრუნონ კლინიკაში, იქ, სადაც მას კარგად მოუვლიან და არ მოექცნენ მას ისე, როგორც კრიმინალს. ვინაიდან, ის ბრალდებები, რასაც მას უყენებენ, არის მხოლოდ პოლიტიკური. იმედია, ის მალე დაუბრუნდება სახლს, უკრაინას. ბევრჯერ მივმართეთ საქართველოს მთავრობას და იმედს ვიტოვებთ მას დააბრუნებენ ახლობლებთან, ოჯახთან და იქ, სადაც მისი ადგილია, - ამბობს ჰალაიჩუკი ვიდეომიმართვაში. 

მსგავსი სიახლეები