არაბული ქალაქების პროექტი - ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე სერიოზულ რისკებზე საუბრობს
არაბული ქალაქების მშენებლობა - ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე აღნიშნული პროექტის რისკებზე ღიად საუბრობს. მისი შეფასებით, პროექტის მასშტაბები და ინვესტიციების მოცულობა გაუმჭვირვალეა, ხოლო თავდაპირველი მოლოდინები, განსაკუთრებით დასაქმებისა და ფინანსური ტვირთის ნაწილში, ერთმანეთთან აცდენილია.
ალავიძის თქმით, უკვე ნათლად ჩანს უცხოელ და ქართველ ინვესტორებს შორის აცდენილი მოლოდინები — დასაქმებულთა რაოდენობაზე არსებული უთანხმოებიდან დაწყებული, პროექტის ათწლეულზე გაწერილი გეგმითა და იმით დამთავრებული, რომ საუბარი რეალურ ინვესტიციებზე კი არა, მხოლოდ საერთო ღირებულებაზე მიდის. მისი შეფასებით, დეველოპერული პროექტები ასეთ თანხებს ეკონომიკაში ერთიანად არ შემოიტანს, ანალიტიკოსების ნახევარმილიარდიანი პროგნოზები ზედმეტად გადაჭარბებულია, ხოლო ადგილობრივი კადრების დეფიციტი და დაბალი კვალიფიკაცია მთლიანად ამძიმებს პროცესს.
ალავიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო დეველოპერად ქცევის გზით უკვე აზიანებს კერძო სექტორს და ბაზარზე „კანიბალიზაციას“ იწვევს.
გუშინ კიდევ ერთი პატარა ინფორმაცია გავიგეთ ამ გასაიდუმლოებული ამბიდან, რომ მოლოდინი რაც ჰქონდათ, აცდენილია, ანუ ქართველ ინვესტორსა და უცხოელ ინვესტორს შორის... უცხოელი ამბობდა თავიდან, რომ 31 ათას ადამიანს დავასაქმებო, ქართველი ამბობს, რომ "არა, 28 ათასს დავასაქმებო". ის სხვა ციფრებზე არ ამობდა და არც ვადას ამბობდა და ამ გასაუბრებაში გამოჩნდა, რომ 10 წელზეა ეს პროექტი გადანაწილებული. ახლა ის გავიგეთ, რომ ეს 6 ნახევარი მილიარდი, რასაც ამბობენ, უკვე ინვესტიცია კი არ გახდა, პროექტის ღირებულებაზე წავიდა საუბარი, მაგრამ ეს ტანხაც არ არის აუცილებელი, რომ ამ სახით გამოვიდეს ეკონომიკაში, იმიტომ, რომ თვითონ ეს უძღავი ქონები ბიზნესი, ჩენ კარგად გვესმის, უძრავ ქოენბაში პროექტის ღირებულება შეიძლება, იყოს რაღაცა იქს თანხა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დეველოპერს ეს თანხა ჯიბეში აქვს და ეგრევე მობილიზებული აქვს და ერთბაშად ამხელა თანხა იხარჯება. ეს არის გრძელი პროცესი და ეს არ არის ინვესტიცია. სრულიად გაუგებარია საიდან ითვლიან ეს ექსპერტები ამ 500 მლნ-იან საგადასახადო შემოსავლებს. რა თქმა უნდა, ადგილობრივი დასაქმდება და ა.შ., ეს იმდენად იაფფასიანი დემაგოგიაა, რომ აბა, მარსიდან ხომ არ ჩამოვლენ, მეტნაკლებად გჭირდება, აქ რომ დასაქმდნენ, მაგრამ დასაქმებას აქვს თავისი ხარისხი. მათ აქვთ პრობლემა საკადრო ნაწილი. ამ ხალხს და კვალიფიცურ კადრს ხეები არ ისხამს როგორც არ უნდა მოვრწყათ და შავ ხვრელში ვყაროთ ფული სოფლის მეურნეობის დარგში, ხიდან არ გამოდიან. ეს ყველაფერი ისევ და ისევ აისახება ადგილობრივ სექტორზე ანუ კანიბალიზაცია ჰქვია ამ ყვველაფერს და ამ კანიბალიზაციის შემოქმედი გახდა სახელმწიფო, რომელიც გახდა უძრავი ქონების დეველოპერი, - ამბობს ნიკოლოზ ალავიძე.