"ოცნების" ჩინოვნიკებმა, რომლებმაც ერთმანეთს ცხვირი გაუტეხეს და კბილები ჩაულეწეს, თანამდებობები დატოვეს
"ოცნების" ჩინოვნიკებმა, რომლებმაც ერთმანეთს ცხვირი გაუტეხეს და კბილები ჩაულეწეს, თანამდებობები დატოვეს.
საუბარია ყვარელში მომხდარი ჩხუბის ფიგურანტებზე, მერის მოადგილე ლევან გელაძეზე და საკრებულოს თავმჯდომარე, გივი ზაუტაშვილზე. ოფოციალური ინფორმაციით, "ქართული ოცნების" ლიდერებმა სამსახურიდან წასვლის განცხადებას ხელი უკვე მოაწერეს.
წინა კვირას, ორივე მათგანს თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მამუკა წიკლაურმა 5 000-5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. გირაოს გადახდა დაეკისრა, ჩინოვნიკის ძმას, ნიკა ზაუტაშვილსაც.
ყვარლის მერის მოადგილეს, ლევან გელაძესა და საკრებულოს თავმჯდომარეს, გივი ზაუტაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება 9 ნოემბერს, "ილიაობის" დღესასწაულის შემდეგ ყვარელში, რესტორან "კუდიგორასთან" დაიწყო.
- შეგახსენებთ, რომ გუშინ "ილიაობის" დღესასწაულზე ყვარელში მიხეილ ყაველაშვილი, შალვა პაპუაშვილი და "ოცნების" სხვა წევრები იმყოფებოდნენ.