წითლიძე ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვაზე: ეს ცვლილებები შიშს უკავშირდება
ეს ცვლილებები შიშს უკავშირდება, რადგან ემიგრანტებში მათ კატასტროფულად წააგეს არჩევნები, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერი, ანა წითლიძე “ოცნების“ ახალ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ემიგრანტებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთიდან აღარ შეეძლებათ,
მისივე თქმით, “ოცნებამ“ იცის, რომ “ემიგრანტების უმეტესობა რეჟიმის წინააღმდეგია და აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში“.
„ამას ერთადერთი მიზეზით აკეთებენ, რადგან ბოლო არჩევნებში [2024 წლის საპარლამენტო არჩევნები] კატასტროფული მარცხი განიცადეს ემიგრაციაში. იციან, რომ ემიგრანტების უმეტესობა რეჟიმის წინააღმდეგია და აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში. შესაბამისად, ეს მათთვის პრობლემაა და გადაწყვიტეს, რომ ადამიანებს, რომლებიც ემიგრაციაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონის გამო არიან, რომელიც რეჟიმმა შექმნა ქვეყანაში და არ დაუტოვა შესაძლებლობა, რომ საკუთარ ქვეყანაში ღირსეულად იცხოვრონ და იმუშაონ, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აუკრძალა“,-განაცხადა ანი წითლიძემ.
ცნობისთვის, “ქართული ოცნება“ ახალ “საარჩევნო კოდექსზე“ მუშაობას იწყებს. პაპუაშვილის განცხადებით, იგეგმება სარჩევნო კოდექსის ფუნდამენტურ განახლება.
მისივე თქმით, კოდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება არარეზინდეტი მოქალაქეების, ანუ უცხოეთში მყოფი პირების არჩევნებში ხმის მიცემის წესს.