"ქართული ოცნება" არასწორი მიმართულებით მიდის - შვედეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრი
"ქართული ოცნება" არასწორი მიმართულებით მიდის, - ამის შესახებ მედიასთან შვედეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრმა ისაუბრა. ჯესიკა როზენკრანცის თქმით, მიესალმება ქართველი ხალხის მისწრაფებას, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, თუმცა ამისთვის საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მკაფიო ნაბიჯებია გადასადგამი.
შვედეთის პოზიცია დიდი ხნის განმავლობაში იყო, რომ მივესალმებით ქართველი ხალხის მისწრაფებას, გაწევრიანდნენ ევროკავშირში და გახდნენ ევროპული ოჯახის წევრი, თუმცა საქართველოს მთავრობის მხრიდანაც ვხედავთ, რომ არ არსებობს რეალური ამბიცია ან ინტერესი ამ გზის გავლის ან საჭირო რეფორმების განხორციელების მიმართ. პირიქით, ვხედავთ, რომ ისინი არასწორი მიმართულებით მიდიან, აქედან გამომდინარე, პროცესი წინ არ მიიწევ. მაგრამ, ჩემი მესიჯი, ქართველი ხალხისთვის, ძალიან მკაფიოა: თქვენ ეკუთვნით ევროპულ ოჯახს, მაგრამ მთავრობამ უნდა იმოქმედოს საჭირო რეფორმების განხორციელების კუთხით, - ამბობს ჯესიკა როზენკრანცი.
ბრიუსელში ამ წუთებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატები არიან შეკრებილი. უახლოეს წუთებში ისინი კენჭს უყრიან მექანიზმს, რომელიც უვიზო რეჟიმის გამარტივებული წესით შეჩერებას ითვალისწინებს.
ეს გადაწყვეტილება უშუალოდ შეეხება „ქართული ოცნების“ ლიდერებს, მათ ოჯახის წევრებს, პროკურორებსა და მოსამართლეებს.