სამწუხაროდ, საქართველომ არჩია, არ იაროს ევროპულ გზაზე - დანიის ევროპის საკითხთა მინისტრი

17.11.25 15:25
სამწუხაროდ, საქართველომ არჩია, არ იაროს ევროპულ გზაზე - დანიის ევროპის საკითხთა მინისტრი

 

 

დანიის ევროპისსაკითხთა მინისტრის, მარო ბიერეს შეფასებით, მაშინ, როცა ევროპა სწრაფად აძლიერებს გაფართოების პროცესს და კანდიდატ ქვეყნებს  წინსვლის ახალი შესაძლებლობები ეძლევათ, საქართველო პირიქით, ევროპულ გზას ყოველდღიურად შორდება. ამის შესახებ ევროპელმა მაღალჩინოსანმა მედიასთან ისაუბრა.

პოლიტიკოსის თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველომ ევროპულ გზაზე სიარული არ აირჩია. 

გაფართოება არის დანიის თავმჯდომარეობის სტრატეგიული პრიორიტეტი. ახლა არის გაფართოების ახალი იმპულსი მომენტუმი, რადგან ეს უკავშირდება ევროპის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ჩვენ წინ უნდა წავიწიოთ გაფართოების კუთხით და მივცეთ კანდიდატ ქვეყნებს, პირველ რიგში უკრაინას, მოლდოვას და ბალკანეთის ქვეყნებს ევრoპული პერსპექტივა. დღეს ვხსნით ახალ კლასტერს ალბანეთთან, ვიმედოვნებთ ,რომ ზოგად საქმეთა მომდევნო შეხვედრაზე მონტენეგროსთან თავებს ჩავხურავთ. გვინდა, წინ წავიწიოთ მოლდოვასა და უკრაინასთანაც და რეალურად მივდივართ კიდეც წინ. სამწუხაროდ, საქართველომ არჩევანი გააკეთა არ იაროს ევროპულ გზაზე და ყოველდღიურად შორდება ევროკავშირს, - ამბობს მარო ბიერე. 

ბრიუსელში ამ წუთებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატები არიან შეკრებილი. უახლოეს წუთებში ისინი კენჭს უყრიან მექანიზმს, რომელიც უვიზო რეჟიმის გამარტივებული წესით შეჩერებას ითვალისწინებს.

ეს გადაწყვეტილება უშუალოდ შეეხება „ქართული ოცნების“ ლიდერებს, მათ ოჯახის წევრებს, პროკურორებსა და მოსამართლეებს.

 

მსგავსი სიახლეები