ევროკავშირის საბჭომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებული წესები დაამტკიცა
ევროკავშირის საბჭომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებული წესები დაამტკიცა. ახალი წესების მიხედვით, უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძვლები გაფართოვდება.
-
„შესწორებული წესები ევროკავშირს საშუალებას მისცემს, რომ უფრო სწრაფად და მტკიცედ იმოქმედოს, როდესაც უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენება ხდება ან ევროკავშირის ინტერესებს ეწინააღმდეგება“.
ახალი წესები როდესაც შევა ძალაში, ევროკავშირს შეეძლება, გააუქმოს უვიზო მიმოსვლა მესამე ქვეყნებთან, თუ ეს სახელმწიფო არ შეესაბამება ევროკავშირის სავიზო პოლიტიკას. ამას გარდა, ევროკავშირს შეეძლება ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, თუ ამა თუ იმ ქვეყანას ექნება მოქალაქეობის ინვესტორებისთვის მინიჭების პროგრამა; უვიზო მიმოსვლა გაუქმდება, თუ მესამე ქვეყნის ევროკავშირთან ურთიერთობები გაუარესდება, მაგალითად, ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევაში“, – ნათქვამია პრესრელიზში.
ახალი წესების მიხედვით, პირველ ჯერზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება მოხდება 12 თვით, დღეს მოქმედი ცხრა თვის ნაცვლად. ეს პერიოდში შეიძლება კიდევ 24 თვით გახანგრძლივდეს.
ირკვევა ისიც, რომ ახალი მექანიზმი უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით მიზანმიმართულ მიდგომას ითვალისწინებს.
„მაშინ, როდესაც საწყისი პერიოდის გახანგრძლივების შემთხვევაში უვიზო რეჟიმის შეჩერება ქვეყნის ყველა მოქალაქეს ეხება, ახალი წესების თანახმად, დამატებითი 24-თვიანი შეჩერების ეტაპი მთელ მოსახლეობაზე არ გავრცელდება. ნაცვლად ამისა, ევროკავშირმა შეიძლება ზომების გამოყენება მთავრობის ოფიციალური პირებისა და დიპლომატების წინააღმდეგ გააგრძელოს“, - ნათქვამია განცხადებაში.