EU პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს - ბრიუსელი "ოცნების" წინააღმდეგ დამატებითი ზომების მისაღებად ემზადება

17.11.25 20:24
EU პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს - ბრიუსელი "ოცნების" წინააღმდეგ დამატებითი ზომების მისაღებად ემზადება

ევროპის საკითხებში ფრანგმა მინისტრმა, ბენჯამინ ჰადადმა "ქართულ ოცნებას" მძიმე მომავალი დაუანონსა. თუ პოლიტპატიმრები ციხეში დარჩებიან და რეპრესიული პოლიტიკა გაგრძელდება, ევროკავშირის კარი საქართველოსთვის უვადოდ ჩაიკეტება. 

ფრანგი მინისტრი პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებს. ამბობს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი გაიყინა "ოცნების" პოლიტიკის გამო. თუ "ოცნების" დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდება, მინისტრმა დააანონსა, რომ ევროკაშირის გადაწყვეტილებები საქართველოს ევროკავშირის დღის წესრიგიდან მოხსნის. პრაქტიკულად ეს დაადასტურა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმაც, რომელმაც 2030-ის გაფართოების ტალღაში საქართველო ვერ მოიაზრა.

ბრიუსელი "ქართული ოცნების" წინააღმდეგ დამატებითი ზომების მისაღებად ემზადება. მას შემდეგ, რაც ევროკავშირის 27 ქვეყანა უვიზო რეჟიმის გამარტივებას დააკანონებს, ეს პირდაპირ შეეხება "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს, რაც ნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" ლიდერები, მათი ოჯახის წევრები, მოსამართლეები, პროკურორები, პროპაგანდისტები და რეჟიმის მსახურები უვიზოდ მიმოსვლას ევროკავშირის ქვეყნებში ვეღარ შეძლებენ.

დეტალები ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები