კიევის პასუხი "ოცნებას" და ივანიშვილის გუნდის იერიში უკრაინის წინააღმდეგ ახალი ძალებით

17.11.25 20:47
კიევის პასუხი "ოცნებას" და ივანიშვილის გუნდის იერიში უკრაინის წინააღმდეგ ახალი ძალებით

უკრაინაზე ახალი პოლიტიკური იერიშის დრო დადგა - შალვა პაპუაშვილი, რომელმაც 2022 წელს რუსეთის სისასტიკე ბუჩაში საკუთარი თვალით ნახა, ახლა ამტკიცებს, რომ ომში მყოფი ქვეყანა არეულობას საქართველოში გეგმავდა და საქართველოს მესამე პრეზიდენტი აქ ამ მიზნით გამოაგზავნეს.

პაპუაშვილმა ომში მყოფ ქვეყანაზე თავდასხმის ახალი სერია მას შემდეგ წამოიწყო, რაც "TV პირველის" ეთერში ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩევლის განცხადებები მოისმინა. მიხაილო პოდოლიაკმა თეა ადეიშვილთან ვრცელ ინტერვიუში "ქართული ოცნების" დაგროვილ ბრალდებებს უპასუხა და მათ პროვოკაციული, უხამსი და მდაბიო უწოდა.

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში უკრაინის მთავარი წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" ჩრდილოეთიდან იმართება. ამითაა განპირობებული ისიც, რომ ივანიშვილის პარტიამ საქართველოს წლების მოკავშირეები და მეგობრები ჩამოაშორა და მტრებად გამოაცხადა.

საქართველო-უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობები ახლა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. თბილისს კიევში და კიევს თბილისში ელჩი არ ჰყავს და საელჩოები ფორმალურად მუშაობს. თუმცა უკრაინაში საქართველოს ყოფილ ელჩს მაინც ოპტიმისტური მოლოდინი აქვს.

უკრაინა ის ქვეყანაა, რომელიც ივანიშვილის პარტიამ ერთ-ერთი პირველი გადაიმტერა. რუსეთის სასტიკი ომის დაწყების შემდეგ, "ოცნება" მუდმივად ცდილობს მსხვერპლი მოძალადედ წარმოაჩინოს და ქართველი და უკრაინელი ხალხის ისტორიული მეგობრობა წარსულს ჩააბაროს - ფიქრობენ ოპოზიციაში.

ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას სიუჟეტში

მსგავსი სიახლეები