შსს-ს ახალი შეზღუდვები - თავდაცვის საშუალებების ასაკრძალი კანონპროექტი უკვე პარლამენტშია

17.11.25 20:50
შსს-ს ახალი შეზღუდვები - თავდაცვის საშუალებების ასაკრძალი კანონპროექტი უკვე პარლამენტშია

თავდაცვის საშუალებების ასაკრძალი კანონპროექტი უკვე პარლამენტშია. შინაგან საქმეთა სამინისტრო ითხოვს, რომ ყველა მოქალაქემ, წიწაკის სპრეის შესაძენად ნებართვა პოლიციის განყოფილებიდან აიღოს, ოღონდ კანონში არაფერი წერია, რა კრიტერიუმებით გაიცემა ეს ნებართვა. სრულად იკრძალება ელექტროშოკის გამოყენება. იურისტებმა ცვლილებები უკვე გამოაცხადეს არაკონსტიტუციურად. 

უწყვეტი პროტესტის დაწყებიდან დღემდე თავდასხმის ობიექტი პროტესტის არაერთი მონაწილე გახდა. ტიტუშკები სახლებთან უსაფრდებოდნენ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და სამოქალაქო აქტივისტებს. ჩასაფრებები მოუწყვეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ქალებს. ამ დროს კი შემთხვევის ადგილზე პოლიცია ან აგვიანებდა ან საერთოდ არ მიდიოდა. ასეთ შემთხვევაში ხალხისთვის თავდაცვის ერთადერთი საშუალება წიწაკის სპრეი იყო, თუმცა ახლა ესეც იკრძალება.

ეს არგუმენტები არ ესმის "ქართულ ოცნებას"? შინაგან საქმეთა სამინისტროს საკანონდებლო ინიციატივა ბიურომ განსახილველად კომიტეტებს გადაუგზავნა, თუმცა დამტკიცებამდე დააანონსა "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ, რომ კანონში ცვლილებები დამტკიცდება.

ქალების უფლებადამცველები ამბობენ, რომ ადამიანებისთვის თავდაცვის უფლების წართმევის დრო რეჟიმმა არ იფიქრა ქალებზე. ამ საკანონმდებლო ცვლილებით "ოცნება" საფრთხეში აგდებს ათასობით ქალს, ვისთვისაც წიწაკის სპრეი ღამით ქუჩაში გადაადგილების დროს თავდაცვის ერთადერთი საშუალებაა.

ვრცლად ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები