2 წლისა და 7 თვის წინ შექმნილი ანტიკორუფციული ბიურო ისევ "ოცნების" ხელით უქმდება

17.11.25 20:54
2 წლისა და 7 თვის წინ შექმნილი ანტიკორუფციული ბიურო ისევ "ოცნების" ხელით უქმდება

ევროკავშირის 12 მოთხოვნის შესასრულებლად ორი წლისა და 7 თვის წინ, შექმნილი ანტიკორუფციული ბიურო ისევ "ქართული ოცნების" ხელით უქმდება, არადა ხალხს 2023 წლის 31 მარტს "ქართული ოცნება" უმტკიცებდა, რომ კუპრაშვილი, როგორც დამოუკიდებელი ფიგურა, არა მხოლოდ კორუფციასთან ბრძოლაში იქნებოდა ჩართული, არამედ კორუფციის პრევენციასაც მოახდენდა. 

ამ გადაწყვეტილებით, "ქართულმა ოცნებამ" რაჟდენ კუპრაშვილის უწყების შექმნაც გლობალური ომის არარსებულ პარტიას დაუკავშირა, თუმცა თავად ბატონი რაჟდენი ამ პარტიის წევრად ჯერ არ დაუსახელებიათ. "ქართული ოცნება" ორი მარტიდან აუქმებს ანტიკორუფციულ ბიუროს და მის ფუნქციებს აუდიტის სამსახურს აბარებს. 

ანტიკორუფციულ ბიურო, ისე უქმდება, რომ არცერთი გახმაურებული კორუფციული ფაქტი არც შეუსწავლია და არც გამოუვლენია. ახლა, როდესაც ვეკითხებით, რაში დაიხარჯა ამ უწყების არსებობისთვის ამდენი მილიონი, ყველაფერს ისევ გლობალური ომის არარსებულ პარტიას აბრალებენ. 

რაჟდენ კუპრაშვილს "ქართულმა ოცნებამ" კორუფციასთან ბრძოლის ნაცვლად სულ სხვა როლი მოარგო. მისი მისია, არასამთავრობო ორგანიზაციების, წინააღმდეგ რეპრესიების გატარება იყო. ამ დრომდე უცნობა, ვინ გაუგზავნის ახლა სამოქალაქო სექტორს წერილებს, ვინ დაემუქრება დაჯარიმებით, ან ლიკვიდაციით. 

დეტალებით ხატია სამხარაძე

მსგავსი სიახლეები