"ბრიტანეთმა ახლავე უნდა დაასანქციროს ივანიშვილი და მისი მეგობრები" - მაკკლირი

17.11.25 21:40
"ბრიტანეთმა ახლავე უნდა დაასანქციროს ივანიშვილი და მისი მეგობრები" - მაკკლირი

ჯეიმს მაკკლირი ივანიშვილის გუნდის ახალ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თანახმად, ემიგრანტებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთიდან აღარ შეეძლებათ.

ბრიტანელი პარლამენტარი წერს, რომ დიდმა ბრიტანეთმა ახლავე უნდა დააწესოს სანქციები ივანიშვილისა და მისი მეგობრების მიმართ. 

"ქართულმა ოცნებამ" კვლავ შეუტია საქართველოს დემოკრატიას.

მათ დაიწყეს მედიის თავისუფლების შეზღუდვით, შემდეგ აკრძალეს ოპოზიციური პარტიები და ახლა ართმევენ საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს ხმის მიცემის უფლებას, რათა განამტკიცონ თავიანთი მმართველობა.

დიდმა ბრიტანეთმა ახლავე უნდა დააწესოს სანქციები ივანიშვილისა და მისი მეგობრების მიმართ," - წერს ჯეიმს მაკკლირი.

მსგავსი სიახლეები