კობახიძემ გერმანიის ელჩი ვენის კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა

17.11.25 22:09
კობახიძემ გერმანიის ელჩი ვენის კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა

ირაკლი კობახიძემ გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ვენის კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა. ამის შესახებ მან აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა. 

"ოცნების" პრემიერმინისტრის თქმით, პეტერ ფიშერის ქმედებები არასერიოზული გახდა, ის ყოველ ჯერზე უხეშად არღვევს ვენის კონვენციის კონკრეტულ მოთხოვნებს და პირდაპირ უპირისპირდება ნებისმიერ დიპლომატიურ სტანდარტს.

იმდენად არასერიოზული გახდა ამ კონკრეტული ელჩის ქმედებები, რომ არც ვიცით, რა ჯობია, რაიმე სერიოზული დატვირთვის მინიჭება ასეთი აქტებისთვის, თუ არა. ხედავთ, რომ ყოველ ჯერზე უხეშად არღვევს ვენის კონვენციის კონკრეტულ მოთხოვნებს, პირდაპირ უპირისპირდება ნებისმიერ დიპლომატიურ სტანდარტს. აბსოლუტურად არასერიოზულია ეს ყველაფერი. შესაბამისად, ჩვენი დამოკიდებულებაც ამ ადამიანისა და მისი ქმედებების მიმართ, არის ძალიან  მსუბუქი," - ამბობს კობახიძე. 

მსგავსი სიახლეები