სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჯონათან ასკონა საქართველოშია
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი უფროსი მრჩეველი, ჯონათან ასკონა საქართველოშია. ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.
საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია, განიხილოს, როგორ შეძლებს საქართველო „ტრამპის მარშრუტის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ (TRIPP) მხარდაჭერას. ეს სატრანსპორტო მარშრუტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეერთებული შტატების შუამავლობით, 8 აგვისტოს გამართული სამშვიდობო სამიტის შედეგია.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ასევე შეხვდება "საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის ადმინისტრაციის, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს“:
მოხარულები ვართ ვუმასპინძლოთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს (უფროს მრჩეველს) ჯონათან ასკონასს საქართველოში!
მისი ვიზიტის მიზანია განიხილოს, როგორ შეძლებს საქართველო მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ (TRIPP). ეს სატრანსპორტო მარშრუტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეერთებული შტატების შუამავლობით 8 აგვისტოს გამართული სამშვიდობო სამიტის შედეგია.
დღეს დილით დოქტორი ასკონასი ესტუმრა საბაჟო გამშვებ პუნქტს - "სადახლო საავტომობილო", რომლის მშენებლობა და აღჭურვა დიდწილად აშშ-ის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ვიზიტის ფარგლებში ის ასევე შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის ადმინისტრაციის, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.