"ბევრი აღარ დაგვრჩა, რომ ჩამოვიდეთ და დავდგეთ რუსთაველზე" - ემიგრანტები "ოცნების" დასანქცირებას ითხოვენ

18.11.25 11:57
"ბევრი აღარ დაგვრჩა, რომ ჩამოვიდეთ და დავდგეთ რუსთაველზე" - ემიგრანტები "ოცნების" დასანქცირებას ითხოვენ

"ბევრი აღარ დაგვრჩა, რომ ჩავალაგოთ ჩემოდნები, ჩამოვიდეთ და დავდგეთ რუსთაველზე" - ასე ეხმაურებიან ქართველი ემიგრანტები "ქართული ოცნების" ახალ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მათ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთიდან აღარ შეეძლებათ. 

ემიგრანტები ევროკავშირისა და სხვა პარტნიორი ქვეყნებისგან "ქართული ოცნების" ხელისუფლების დასანქცირებას მოითხოვენ. 

კოკი იონათამიშვილის თქმით, ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება ხმის მისაცემად ქვეყანაში ერთი დღით ჩამოსვლა და რომელი აეროპორტია ამისთვის მზად. 

სრული ბოდვა იყო მოღალატე პაპუაშვილის განცხადებაში, რომ აქ ვარ ზეგავლენის ქვეშ და თუ თბილისში მოვახერხე ჩამოსვლა იქ არ ვიქნები ზეგავლენის ქვეშ. ან ტექნიკურად როგორ არის წარმოდგენილი, როცა რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი, ან ასეული ათასი ადამიანი ჩამოვიდეს ერთ დღეს და უკან გაფრინდეს, რომელი ავიაკომპალნია მოერევა ამას. ეს სრული აბსურდია. 

ჩვენ გვინდა, რომ არა მარტო დღის წესრიგში დარჩეს და გააქტუალურდეს, არამედ მიზანმიმართული სასანქციო პოლიტიკა განხორციელდეს ევროკავშირისგან და სხვა პარტნიორი ჯქვეყნებისგან," - ამბობს კოკი იონათამიშვილი.

ანა ხელაია აღნიშნავს, რომ სულერთია მათ ახლა რეფერენდუმის, ან არჩევნების უფლებას მისცემენ თუ არა, რადგან "ქართული ოცნება" მაინც ყველანაირად გააყალბებს ყველაფერს. 

ცხადია, რომ სულერთია მათ მიერ ჩატარებული არჩევნები იქნება, თუ რეფერენდუმი იქნება ყველანაირად გააყალბებენ და გადაგვახევენ ისევ ყველაფერს, რაც გააკეთეს აქამდე. ამიტომ, მოგვცემენ ახლა უფლებას, სინამდვილეში, უფლებას რეფერენდუმისას აქ თუ არა, ამას ალბათ მართლაც არ აქვს მნიშვნელობა. ეს ხალხი არის გასაშვები იქიდან და უნდა შეწყდეს მათი თარეში.

ეს უკვე იქამდე, იმ ზღვარამდე მივიდა, რომ მე მგონი უკვე ბევრი აღარ დაგვრჩა, რომ ჩავალაგოთ ჩემოდნები, ჩამოვიდეთ და ყველანი დავდგეთ თქვენს გვერდით რუსთაველზე," - თქვა ანა ხელაიამ. 

მსგავსი სიახლეები