"ემიგრანტებს ხმის მიცემის უფლებას უზღუდავენ... ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს" - ბრეიზა

18.11.25 12:11
"ემიგრანტებს ხმის მიცემის უფლებას უზღუდავენ... ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს" - ბრეიზა

"ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს! რუსეთის სატელიტობა სირცხვილია" - ასე ეხმაურება პოლონელი ევროპარლამენტარი, კშიშტოფ ბრეიზა "ქართული ოცნების" ახალ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ემიგრანტებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთიდან აღარ შეეძლებათ. 

მისი თქმით, ამ ნაბიჯით ივანიშვილის გუნდი ემიგრანტებს ხმის მიცემის უფლებას უზღუდავს. მანვე აღნიშნა, რომ 2024 წლის არჩევნებმა აჩვენა, რომ დიასპორის ხმები დამოუკიდებელია, "ახლა კი მათი გაჩუმება სურთ".

"ქართული ოცნების" პარლამენტის თვითგამოცხადებულმა თავმჯდომარემ გეგმა გამოაცხადა, რომლის მიზანს უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის შეზღუდვა წარმოადგენს. ეს ნაბიჯი მიზანში იღებს ოპოზიციურ ამომრჩევლებს, ძირს უთხრის დემოკრატიას და პრორუსული ავტორიტარული ტაქტიკის მსგავსია. 

2024 წლის არჩევნებმა აჩვენა, რომ დიასპორის ხმები დამოუკიდებელია, ახლა კი მათი გაჩუმება სურთ. ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს! რუსეთის სატელიტობა სირცხვილია," - ამბობს კშიშტოფ ბრეიზა. 

მსგავსი სიახლეები