არჩევნები გაყალბდა, რა უნდა გაკეთდეს "ოცნების" დიქტატურის წინააღმდეგ - ჯო უილსონის კითხვა

18.11.25 13:09
არჩევნები გაყალბდა, რა უნდა გაკეთდეს "ოცნების" დიქტატურის წინააღმდეგ - ჯო უილსონის კითხვა

"გაყალბებული არჩევნები" და "ქართული ოცნების  ერთპარტიული დიქტატურა" - ეს შეფასებები ისმის დღეს ჰელსინკის კომისიის სხდომაზე. 

საქართველოს მეგობარმა ქვეყნებმა იმსჯელეს, როგორ უნდა დაეხმარონ ხალხს, განიხილეს რუსული აგრესიის შესუსტების გზებიც. 

სხდომაზე ჯო უილსონმა ტრაგიკული უწოდა ვითარებას, რომელიც საქართველოში ხდება და დასვა კითხვა, რა უნდა გაკეთდეს "ოცნების" დიქტატურის წინააღმდეგ. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ასევე პირდაპირ თქვა, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. 

პრეზიდენტმა ტრამპმა დიდ წარმატებას მიღწია სამხრეთ კავკასიაში, თუმცა ტრაგედიაა ის გაყალბებული არჩევნები, რაც საქართველოში ვნახეთ. რა რეკომენდაცია გაქვთ, რა უნდა გაკეთდეს "ქართული ოცნების" დიქტატურის წინააღმდეგ, რომელიც ახლა ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან, რათა საქართველომ შავი ზღვის ერთადერთი პორტი გადასცეს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას, რაც ხელს აძლევს მათ, გავლენა იქონიონ იმპორტზე, ცენტრალური აზიის ეკონომიკურ პროგრესსა და თავისუფლებაზე?"- თქვა მან. 

მსგავსი სიახლეები