მადლობა მამაც ქართველ ხალხს, ვინც ზამთრის სიცივეში და ზაფხულის სიცხეში გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებს - სენატორი რიკერი
ჰელსინკის კომისიის სხდომაზე, სადაც საქართველოს საკითხს განიხილავენ, სენატორმა რიკერმა ჯო უილსონს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა პირდაპირ თქვა, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა და ეს ფაქტი უკვე აღიარებულია ევროკავშირისა და ამერიკელებს მხრიდან.
მადლობა, ბატონ უილსონს, ურყევი და მამაცი ქართველი ხალხის გახსენებისთვის, ვინც დგას ზამთრის სიცივეში და ზაფხულის სიცხეში მთელი ერთი წლის განმავლობაში გაყალბებული და უკანონო არჩევნების გასაპროტესტებლად, რაც უკვე მიჩნეულია ევროკავშირისა და ამერიკელების მხრიდან, - განაცხადა რიკერმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მეგობარმა ქვეყნებმა ჰელსინკის კომისისიის სხდომაზე იმსჯელეს, როგორ უნდა დაეხმარონ ქართველ ხალხს. განიხილეს რუსული აგრესიის შესუსტების გზებიც.