ჩვენი წარმატება იქნება საუკეთესო პასუხი მავნე ჩარევებისა საქართველოში - მონტიანუ

18.11.25 15:13
ჩვენი წარმატება იქნება საუკეთესო პასუხი მავნე ჩარევებისა საქართველოში - მონტიანუ

ჩვენი წარმატება იქნება საუკეთესო პასუხი მავნე ჩარევებისა საქართველოში და იმისა, რომ ევროკავშირის პროცესებისგან ისინი გამქრალნი არიან, - ამის შესახებ მოლდოვას პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე ისაუბრა.

მონტიანუს თქმით, ახლა ქართველი ხალხის გვერდში დგომა მნიშვნელოვანია, რადგან ისინი იმსახურებენ, იყვნენ ევროპული ოჯახის წევრები, მეტადრე, როცა "იზიარებენ საზღვარს არაპროგნოზირებად მეზობელთან". 

მე ბევრი ქართველ მეგობარი მყავს. საქართველოში ბევრჯერ ვარ ნამყოფი. სულიერად და კულტურულად მათთან ძალიან ახლოს ვართ, რომ არ ვახსენოთ ვენახები და სიყვარული ღვინის მიმართ. როცა ჩვენი ნომინაცია საჯარო გახდა, მე ჩემი ქართველი მეგობრებისგან ბევრი მესიჯი მივიღე. მეუნებოდნენ, რომ თქვენ ახლა ჩვენთვისაც იბრძვით. სრულიად ვეთანხმები, რაც კომისარმა კუბილიუსმა თქვა. ჩვენი წარმატება იქნება საუკეთესო პასუხი მავნე ჩარევებისა საქართველოში და იმისა, რომ ევროკავშირის პროცესებისგან ისინი გამქრალნი არიან, რაც ძალიან სამწუხარო ამბავია. რადგან ქართველები არიან ევროპელები და ისინი იმსახურებენ იყვნენ ამ ოჯახის წევრები. და, იმედი მაქვს, რომ ეს დროებითი მდგომარეობაა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ. იმედი მაქვს, რომ ისინი უკან დაბრუნდებიან და განსაკუთრებით უსაფრთხოების პერსპექტივიდან გამომდინარე, ისინი მოწყვლადები არიან, რადგან იზიარებენ საზღვარს არაპროგნოზირებად მეზობელთან, - განაცხადა მონტიანუმ. 
 

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის გაფართოების ფორუმი გაიხსნა. მასში მონაწილეობენ არა მხოლოდ წევრი სახელმწიფოების ლიდერები, არამედ ის ქვეყნებიც, რომლებიც სავარაუდოდ, 2030 წელს გაფართოების ტალღაში მოყვებიან. საუბარია მოლდოვაზე, უკრაინასა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველო ბორტს მიღმა აღმოჩნდა. ირაკლი კობახიძეს ფორუმზე დასასწრებად ბრიუსელისგან მოწვევა არ მიუღია. 

 

მსგავსი სიახლეები