ჩვენი კონტინენტი ავტოკრატებისგან უნდა გავწმინდოთ - მარტა კოსი
ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურების საკითხია, - ეს განცხადება გაფართოების საკითხებშ ევროკომისარმა მარტა კოსმა გააკეთა. სწორედ მარტა კოსი იყო მთავარი მომხსენებელი ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე.
ევროკომისარმა განმარტა, როგორ ქვეყნებს ელოდებიან ევროკავშირიში და როგორი ქვეყნები წარმოადგენენ მათთვის საფრთხეს. მარტა კოსმა პირდაპირ თქვა, რომ ევროპა ავტოკრატებისგან უნდა გაიწმინდოს და ევროკავშირში მსგავსი სახელწიფოების ადგილი არ არის.
დღეს, კიდევ ერთხელ, ჩვენ უნდა გავაგდოთ ძალები, რომლებიც ჩვენი კონტინენტის დესტაბილიზაციას ცდილობენ. ჩვენ უნდა გავწმინდოთ ჩვენი კონტინენტი ავტოკრატიებისგან. ნებისმიერი პროგრესი, რომელსაც მივაღწევთ ჩვენ მომავალ წევრ სახელმწიფოებთან, უნდა იყოს სანდო. კანდიდატები უნდა იყვნენ სრულ თანხვედრაში. არ შეიძლება იყოს მოკლე გზა და არ იქნება მოკლე გზა. ხშირად მეკითხებიან, რომ გაფართოების გეოპოლიტიკური არგუმენტები ნიშავს თუ არა იმას, რომ ჩვენ თვალები უნდა დავიბრმავოთ და მივიღოთ ახალი წევრები ყველაფრის მიუხედავად. არა, ვამბობ, რომ სრულიად საწინააღმდეგოდ. როცა დემოკრატიული სტრუქტურები სუსტია ან კანონის უზენაესოა დეფექტიანია, ეს კარს გაუხსნის კორუფციაზე და ორგანიზებულ დანაშაულზე მავნე ზეგავლენის მოხდენას. ჩვენ კავშირი დაფუძნებულია ნდობაზე სახელმწიფოებს შორის. წარმატებული გაფართოება მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა არსებობს მიღწევებსა და დამსახურებაზე დაფუძნებული ნდობა. ევროკავშირი უნდა მოემზადოს ახალი წევრების მისაღებად. ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ, წინა გაფართოების სამზადისზე. კანდიდატი ქვეყნებს დრო სჭირდებათ რეფორმებისთვის, ჩვენ კი გადაწყვეტილებს მისაღებად. გაფართოებამ ჩვენ დაგვაბრუნა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გზაზე, საიდანაც ყველაფერი დავიწყეთ. ბრძოლა თავისუფალი საზოგადოებისთვის, დემოკრატიისთვის, ბრძოლაა კანონისთვის, რომელიც უზენაესია. ავტოკრატიული რეჟიმები არ არიან შეზღუდულნი მსგავსი მორალით და იურიდიული წესებით, რაზეც დგას ჩვენი დემოკრატია. ისინი ექსპლუატაციას ეწევიან ჩვენი ბრძოლისა და ხარჯავენ დიდი რაოდენობით ფულს სახელმწიფო პროპაგანდასა და უცხო ჩარევებზე. არსად არ ვხედავთ ამას ასე ნათლად, როგორც ჩვენს კანდიდატ ქვეყნებში, - განაცხადა კოსმა.
ბრიუსელში დღეს ევროკავშირის გაფართოების ფორუმი გაიხსნა. მასში მონაწილეობენ არა მხოლოდ წევრი სახელმწიფოების ლიდერები, არამედ ის ქვეყნებიც, რომლებიც სავარაუდოდ, 2030 წელს გაფართოების ტალღაში მოყვებიან. საუბარია მოლდოვაზე, უკრაინასა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებზე.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ბორტს მიღმა აღმოჩნდა. ირაკლი კობახიძეს ფორუმზე დასასწრებად ბრიუსელისგან მოწვევა არ მიუღია.