"საბჭოთა მმართველობა: ბავშვები და ოჯახი იზიარებენ პასუხისმგებლობას" - ზურაბიშვილი ბაჩიაშვილის მშობლებზე

18.11.25 15:04
"საბჭოთა მმართველობა: ბავშვები და ოჯახი იზიარებენ პასუხისმგებლობას" - ზურაბიშვილი ბაჩიაშვილის მშობლებზე

მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილის მიერ, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებისთვის - მარინა რამაზაშვილისთვის და ალექსანდრე ბაჩიაშვილისთვის შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვებას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ეხმიანება

სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ როგორც საბჭოთა კავშირში, დღეს საქართველოშიც "ბავშვები და ოჯახი იზიარებენ პასუხისმგებლობას!". 

#ტერორისაქართველოში, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი ფინანსური თანაშემწის, ამჟამად მისი პირადი პატიმრის, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს დაუსწრებლად მიესაჯათ პატიმრობა... წმინდა პავლე მოროზოვის საბჭოთა მმართველობა: ბავშვები და ოჯახი იზიარებენ პასუხისმგებლობას!" - წერს ზურაბიშვილი. 

დღეს სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო - პროკურატურა ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მმართველის პენსიონერ მშობლებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

მსგავსი სიახლეები