ლილუაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი აღიარების შემდეგ გაათავისუფლეს - მივა თუ არა გამოძიება ექსშეფის კვალზე
სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის უახლოესი გარემოცვის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების შემდეგ, ვალერი კვარაცხელია თბილისის საქალაქო სასამართლოდან გაათავისუფლეს. თითქმის ორთვიანი პატიმრობის შემდეგ კვარაცხელია სრულად აღიარებს, რომ წლების განმავლობაში მონაწილეობდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხების მითვისებაში.
სწორედ ამიტომ ჩნდება კითხვა: კვარაცხელიას აღიარების შემდეგ გავა თუ არა ხმაურიანი საქმის კვალი სუსის ყოფილ შეფზე? ბრალდების ვერსიით, სქემა სწორედ ლილუაშვილის გარემოცვთან ერთად ხორციელდებოდა და მოიცავდა როგორც მილიონების მითვისებას, ისე დოკუმენტების სისტემურ გაყალბებას.
მიუხედავად იმისა, რომ "BP Trans"-ის დირექტორი კვარაცხელია სასამართლოს დარბაზიდან გაუშვეს, კომპანიის დამფუძნებელი ბიჭიკო პაიკიძე კვლავ ძებნილია. მოსამართლემ დღესაც, კვლავ დაუსწრებლად, შეუფარდა მას პატიმრობა.
პაიკიძის ოჯახი ამტკიცებს, რომ ის არ იმალება და მზად არის გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის. ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ითხოვა პაიკიძის გათავისუფლება 200 000-ლარიანი გირაოს, ელექტრონული მონიტორინგისა და სხვა შემზღუდავი ზომების სანაცვლოდ, თუმცა სასამართლომ ამ შუამდგომლობაზე უარი თქვა.
ვრცლად ნახეთ ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში.