რატომ დარჩა საქართველო ევროკავშირის ბორტს მიღმა და რატომ არ მიიწვიეს კობახიძე გაფართოების ფორუმზე

18.11.25 20:19
რატომ დარჩა საქართველო ევროკავშირის ბორტს მიღმა და რატომ არ მიიწვიეს კობახიძე გაფართოების ფორუმზე

ევროპარლამენტის წევრმა ანდრიუს კუბილიუსმა ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე, სადაც საქართველო საერთოდ არ იყო მიწვეული, მკაცრად ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობაზე და ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე.

კუბილიუსს პირდაპირ ჰკითხეს, აქვს თუ არა საქართველოს შანსი ევროკავშირში დაბრუნების გზაზე. მისი პასუხი ერთმნიშვნელოვანი იყო - “საქართველო ევროკავშირის გაფართოების პროცესში მხოლოდ მაშინ დაბრუნდება, როდესაც ქვეყანაში რეალურ, დიდ ცვლილებებს დავინახავთ.“

ევროკომისიის მიერ ორგანიზებული გაფართოების პირველი ფორუმი საქართველოს მონაწილეობით არ დასრულებულა, რაც ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ქვეყანა მომავალ გაფართოების ტალღაში არ არის გათვალისწინებული.

იმავე პლატფორმაზე მონაწილეობდნენ უკრაინა, მოლდოვა, მონტენეგრო და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, მაგრამ არა - საქართველო.

ევროპარლამენტარების შეფასებით, ეს არის ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკის პირდაპირი შედეგი.

ფორუმზე წესით უნდა დასწრებულიყო ირაკლი კობახიძე, თუმცა, მოსაწვევი ვერ მიიღო- პოლიტიკური კლასის შეფასებით, ეს ბრიუსელის კრიტიკული ანგარიშის ლოგიკური გაგრძელებაა.

ევროპელ პოლიტიკოსთა ნაწილი აცხადებს, რომ ევროკავშირის მხრიდან არაღიარების პოლიტიკა გაგრძელდება მანამ, სანამ საქართველოში - პოლიტიკური პატიმრები არ გათავისუფლდებიან და ქვეყანა რუსულ გავლენებსა და ოლიგარქიულ მმართველობაზე იქნება დამოკიდებული.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები