მათე დევიძის მხარდამჭერ მარშზე დაკავებული ქალის ვინაობა ცნობილია
სინდისის პატიმრის მათე დევიძის მხარდამჭერ მარშზე დაკავებული ქალის ვინაობა ცნობილია - გელა გელაძის უწყების წარმომადგენლებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი და მთარგმნელი, ქეთევან ხუსკივაძე დააკავეს.
თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის, გოგა მემანიშვილის თქმით, ხუსკივაძე ადმინისტრაციული წესით, პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს.
მემანიშვილი ამტკიცებს, რომ ამის ამსახველი მტკიცებულებები პოლიციას გააჩნია.
მისი თქმით, პოლიციელი, რომელმაც თავი შეურაცხყოფილად იგრძნო სასამართლოში მივა და ჩვენებას მისცემს.
პოლიციელებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. სასამართლო პროცესზე იტყვის ის პოლიციელი, ვისაც მიაყენა კონკრეტულად სიტყვიერი შეურაცხყოფა. სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომელს. რა თქმა უნდა, რაც საჭიროა ყველაფერი გვექნება [იქნება სამხრე კამერის ჩანაწერი]," - ამბობს გოგა მემანიშვილი.