პოლიტიკოს პაატა ბურჭულაძეს მე არ შევხვდები - ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
რატომ არ შეუშვეს ქუთაისის საოპერო თეატრში დღეს პაატა ბურჭულაძე? თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ირინე ლომინაძის, განმარტებით, პაატა ბურჭულაძე მათთან პოლიტიკური მოტივით იყო მოსული, ამიტომაც არ შეხვდენენ.
ბედნიერი ვიქნები, თუკი გვექნება ამის შესაძლებლობა, რომ როდესმე იმღერებს ბურჭულაძე ჩემს თეატრში, მაგრამ პოლიტიკოს პაატა ბურჭულაძეს მე არ შევხვდები.
როგორ გგონიათ, ბურჭულაძეს რომ ეთქვა, მე მინდა დასთან შეხვედრა, მე ამის უფლება მქონდა, რომ დამეშალა? ხშირად ყოფილა ჩამოსული პაატა ბურჭულაძე ქუთაისში და არ შემოუხედავს ოპერის თეატრში. ბურჭულაძე პოლიტიკური მოტივით იყო მოსული. კარანტინი ოპერის თეატრში იმისთვის კი არ გამოცხადდა, რომ აქ პაატა ბურჭულაძე მოდიოდა, მე აზრზე არ ვიყავი, რომ ის მას აპირებდა - განუცხადა ტვ პირველს ირინე ლომინაძემ.
პაატა ბურჭულაძე დღეს ქუთაისის თეატრში არ შეუშვეს. ამის შესახებ ცნობილმა საოპერო მომღერალმა სოციალურ ქსელში დაწერა.