თუ ვინმემ გაკადროთ, ფულის სანაცვლოდ ხვალ აქციაზე წამოდითო, არ წახვიდეთ - მამუკა მდინარაძე
ფულის სანაცვლოდ აქციაზე არც ერთი არ წახვიდეთ! - ,,ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ასე გამოეხმაურა ოპონენტთა ბრალდებას, რომ ხვალინდელ აქციაზე ადამიანები გარკვეული ანაზღაურების მიღების გამო მიდიან. მამუკა მდინარაძემ ერთ-ერთი სამთავრობო მედიის ეთერში განაცხადა, რომ ხვალ თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ შეკრებაზე ხალხი საკუთარი ნებით მივა.
თუ ვინმემ გკადროთ თქვენ, რომ ფულის სანაცვლოდ, ეს იქნება, 50, 10, თუ 450 ლარი, ამ ფულის სანაცვლოდ აქციაზე წამოდიო, არც ერთი არ წახვიდეთ!
ხვალ იქნებიან ყველა, სრული შემადგენლობა და უმრავლესობა იმ ადამიანების, ვინც თავისი ნებით მოვლენ იმის მხარდასაჭერად, რომ უნდა იზეიმოს ყოველთვის სიმართლემ და სიკეთემ. სხვა ადამიანი იქ არ იქნება - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ტვ პირველის ინფორმაციით, გურიასა და აჭარიდან დედაქალაქში სახელისუფლებო აქციაზე წასასვლელად მოქალაქეებს ფულს პირადად რწმუნებულები და მერები ურიგებენ.